https://sputnik-georgia.com/20220607/gagosha-gamofena-tbilissi-267224909.html
გაგოშა და მისი „შუქნიშნები": თბილისში ცნობილი სტრიტ-მხატვრის გამოფენა ეწყობა
გაგოშა და მისი „შუქნიშნები": თბილისში ცნობილი სტრიტ-მხატვრის გამოფენა ეწყობა
Sputnik საქართველო
„გაგოშა" სოციალურ-შემოქმედებითი ექსპერიმენტებით ცნობილი სტრიტ-მხატვარია. 07.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-07T18:31+0400
2022-06-07T18:31+0400
2022-06-07T22:57+0400
კულტურა საქართველოში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/07/267205283_0:263:2009:1393_1920x0_80_0_0_3a6f382979c8d1a9c47a9dc8ba31445f.jpg
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. თბილისში Dédicace Gallery-ში 7 ივნისს ცნობილი ქართველი მხატვრის გიორგი გაგოშიძის, იგივე გაგოშას (Gagosh) მულტიმედიური გამოფენა „შუქნიშნები" იხსნება.„სამშაბათს ჩემი გამოფენა „შუქნიშნები", რომელზეც დიდი ხანი ვმუშაობდი და პირველი ინტერაქტიული, მულტიმედია სერიაა, იხსნება „დედიკას" გალერეაში, 7 საათზე. გამოფენა გაგრძელდება 19 ივნისამდე. დათვალიერების გარდა, თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ამ ინტერაქციის მონაწილე და შუქნიშნებს თქვენ უკარნახოთ მოქმედება", – დაწერა ავტორმა.შუქნიშნები, როგორც გამოფენის მთავარი კონცეფცია – ესაა მართვის სისტემური მოდელი, რომელიც გარკვეული ქმედებების ნებას გვართმევს, გვიკრძალავს ან უპასუხოდაც გვტოვებს, აღნიშნავენ გალერეაში.„ამ სისტემის შესაბამისად, ადამიანები სამ კატეგორიად იყოფიან: პირველი, რომლებსაც უწევთ შუქნიშნის კანონებს დაემორჩილონ, მეორე, ვინც ადგენს აღნიშნულ წესებს და, მესამე, ადამიანები, რომლებიც არ ემორჩილებიან სისტემურ გადაწყვეტილებებს. მათ შეუძლიათ სისტემასთან ინტერაქცია, გადაწყვეტილებების მოულოდნელად შეცვლა და თავისი წესების შექმნა", – აღნიშნულია გალერეის ანონსში.ეს სერია იმის საშუალებას აძლევს დამთვალიერებელს, რომ თავად განსაზღვროს, რომელი კატეგორიის ადამიანია, დასძენენ გამოფენის ორგანიზატორები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/07/267205283_0:74:2009:1581_1920x0_80_0_0_1474abb82b1f1fc374daf2b16d67c032.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო
კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო
გაგოშა და მისი „შუქნიშნები": თბილისში ცნობილი სტრიტ-მხატვრის გამოფენა ეწყობა
18:31 07.06.2022 (განახლებულია: 22:57 07.06.2022) „გაგოშა" სოციალურ-შემოქმედებითი ექსპერიმენტებით ცნობილი სტრიტ-მხატვარია.
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. თბილისში Dédicace Gallery-ში 7 ივნისს ცნობილი ქართველი მხატვრის გიორგი გაგოშიძის, იგივე გაგოშას (Gagosh) მულტიმედიური გამოფენა „შუქნიშნები" იხსნება.
„სამშაბათს ჩემი გამოფენა „შუქნიშნები", რომელზეც დიდი ხანი ვმუშაობდი და პირველი ინტერაქტიული, მულტიმედია სერიაა, იხსნება „დედიკას" გალერეაში, 7 საათზე. გამოფენა გაგრძელდება 19 ივნისამდე. დათვალიერების გარდა, თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ამ ინტერაქციის მონაწილე და შუქნიშნებს თქვენ უკარნახოთ მოქმედება", – დაწერა ავტორმა.
შუქნიშნები, როგორც გამოფენის მთავარი კონცეფცია – ესაა მართვის სისტემური მოდელი, რომელიც გარკვეული ქმედებების ნებას გვართმევს, გვიკრძალავს ან უპასუხოდაც გვტოვებს, აღნიშნავენ გალერეაში.
„ამ სისტემის შესაბამისად, ადამიანები სამ კატეგორიად იყოფიან: პირველი, რომლებსაც უწევთ შუქნიშნის კანონებს დაემორჩილონ, მეორე, ვინც ადგენს აღნიშნულ წესებს და, მესამე, ადამიანები, რომლებიც არ ემორჩილებიან სისტემურ გადაწყვეტილებებს. მათ შეუძლიათ სისტემასთან ინტერაქცია, გადაწყვეტილებების მოულოდნელად შეცვლა და თავისი წესების შექმნა", – აღნიშნულია გალერეის ანონსში.
ეს სერია იმის საშუალებას აძლევს დამთვალიერებელს, რომ თავად განსაზღვროს, რომელი კატეგორიის ადამიანია, დასძენენ გამოფენის ორგანიზატორები.