პეტრე პირველის ხსოვნის უკვდავსაყოფად: რაზე იმსჯელებენ მოსკოვის ფორუმზე

© RVIO
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
გამოწერა
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. მოსკოვში 8 ივნისს რუსეთის სამხედრო ისტორიული საზოგადოების მეოთხე ფართომასშტაბიანი ფორუმი გაიმართება ღონისძიებათა ციკლის „ისტორია მომავლისთვის“ ფარგლებში.
ღონისძიება რუსეთის სამხედრო ისტორიული საზოგადოებისა და შიდა ტურიზმის განვითარების სააგენტოს მიერ ტარდება რუსეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
ფორუმის პარტნიორები არიან მულტიმედიური პარკების ასოციაცია „რუსეთი — ჩემი ისტორია“, საზოგადოება „ცოდნა“, რუსული კულტურის ფონდი, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი, სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანია, ტელეარხი „სპასი“, სააგენტოები: „რია ნოვოსტი“, ТАСС, Russia Today, Sputnik, „როსიისკაია გაზეტა“, „კომსომოლსკაია პრავდა“, ჟურნალები: „როდინა“, „ისტორიკ“ და გაზეთი „კულტურა“.
ღონისძიების მიზანია რუსეთის ისტორიის შესწავლასა და პოპულარიზაციასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის განხილვა, ასევე პეტრე I-ის, როგორც რუსული სახელმწიფოებრიობისა და საკუთარი ხალხის ინტერესების დამცველის, გამოჩენილი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწის შესახებ კულტურული და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება.
ფორუმზე მიწვეული არიან წამყვანი მომხსენებლები: რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი; ფსკოვისა და პორხოვის მიტროპოლიტი ტიხონი; რუსეთის ისტორიული საზოგადოების თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინი; რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის საკითხებში სერგეი ივანოვი; რუსეთის კულტურის მინისტრი ოლგა ლიუბიმოვა; რუსეთის განათლების მინისტრი სერგეი კრავცოვი; საერთაშორისო მედიაჯგუფ Russia Today-ს გენერალური დირექტორი დმიტრი კისელიოვი; საზოგადოება „ცოდნის“ გენერალური დირექტორი მაქსიმ დრევალი; რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი; მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორი ანატოლი ტორკუნოვი; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი ალექსანდრ ჩუბარიანი და მრავალი სხვა სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე.
ფორუმის სტუმრები იქნებიან გამოჩენილი მეცნიერები და პოლიტიკოსები, მასწავლებლები, საზოგადოებრივი აზრის ლიდერები, მათ შორის, საერთაშორისო წარმომადგენლები სომხეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან.
ფორუმი გააჩენს საშუალებას, დამყარდეს დიალოგი მომხსენებლებსა და სტუმრებს შორის, თანამედროვე თაობისთვის ხაზს გაუსვამს პეტრე I-ის პიროვნებას, მისი რეფორმების მნიშვნელობას — არა მხოლოდ რუსეთის ისტორიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
ყველა ახალი ამბავი
0