https://sputnik-georgia.com/20220607/ertiani-erovnuli-gamocdebi-22-centrshi-chatardeba-267218560.html
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 07.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-07T16:58+0400
2022-06-07T16:58+0400
2022-06-07T22:40+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24890/42/248904207_0:132:3000:1820_1920x0_80_0_0_47d664ca8eaefb8759984d566efa7ec3.jpg
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 6 ივლისიდან საგამოცდო პროცესში ჩაერთვებიან მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები.22 საგამოცდო ცენტრიდან 8 თბილისში იქნება, 3-3 – ბათუმსა და ქუთაისში, თითო ცენტრი გაიხსნება ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში.გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. აქედან სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2,5 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 9,5 ათასზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა. იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრების ზუსტი მისამართები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24890/42/248904207_200:0:2801:1951_1920x0_80_0_0_1f66f6a0ce58505cd8d469bfa388e46a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 6 ივლისიდან საგამოცდო პროცესში ჩაერთვებიან მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები.
22 საგამოცდო ცენტრიდან 8 თბილისში იქნება, 3-3 – ბათუმსა და ქუთაისში, თითო ცენტრი გაიხსნება ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში.
გამოცდების ეროვნული ცენტრის
ინფორმაციით, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. აქედან სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2,5 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 9,5 ათასზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრების ზუსტი მისამართები შეგიძლიათ იხილოთ
ბმულზე.