ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება - ცნობილი გახდა გამოცდების განრიგი

© courtesy of NAEC Georgiaსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
გამოწერა
დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება სპეციალურ ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან შეძლებენ.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები გამოცდის ჩაბარებას 6 ივლისს შეძლებენ. 6 ივლისიდანვე ჩაერთვებიან საგამოცდო პროცესში მასწავლებლები – მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე დარეგისტრირებულთათვის გამოცდები 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
მაგისტრობის კანდიდატებისთვის გამოცდა კი 26-27 ივლისსაა დანიშნული.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გრაფიკი:
ქართული ენა და ლიტერატურა:
4 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
5 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
6 ივლისი (პირველი სესია)
4 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა
მათემატიკა
8 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
უცხოური ენა:
11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა
12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა
13 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა
13 ივლისი (მეორე სესია) – რუსული ენა
13 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა
13 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა.
ფიზიკა:
14 ივლისი (მეორე სესია)
ლიტერატურა:
14 ივლისი (მეორე სესია)
ქიმია
15 ივლისი (მეორე სესია)
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:
15 ივლისი (მეორე სესია)
ისტორია:
18 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
19 ივლისი (პირველი სესია).
ზოგადი უნარები:
19 ივლისი (მეორე სესია)
ბიოლოგია:
20 ივლისი (მეორე სესია)
გეოგრაფია:
21 ივლისი (მეორე სესია)
სამოქალაქო განათლება:
22 ივლისი (პირველი სესია).
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. აქედან სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2,5 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 9,5 ათასზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0