https://sputnik-georgia.com/20220607/eleqsiri-filtvebis-gasawmendad-267225254.html
სპეციალურად მწეველებისთვის: უებარი ელექსირი ფილტვების გასაწმენდად - მარტივი რეცეპტი
სპეციალურად მწეველებისთვის: უებარი ელექსირი ფილტვების გასაწმენდად - მარტივი რეცეპტი
Sputnik საქართველო
იცით, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია, მაგრამ თავს ვერ ერევით და უარს ვერ ამბობთ ამ მავნე ჩვევაზე? მაშინ… 07.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-07T17:41+0400
2022-06-07T17:41+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/03/264120176_2:0:1920:1079_1920x0_80_0_0_33275f612653be5d1036c7f9258f3d2a.jpg
რასაც ახლა გირჩევთ, არც რთულია, არც განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, არც უცნობი და არნახულ-არგაგონილი პროდუქტების ძებნას და არც დიდ დროს. უბრალოდ, ვინც სიგარეტს თავს ვერ ანებებთ, ეცადეთ ყოველდღე მიირთვათ:უკეთესი იქნება, თუ ამ ყველაფერთან ერთად ფილტვებს სპეციალური ელექსირითაც გაიწმენდთ, რომლის რეცეპტსაც აქვე გთავაზობთ. თქვენ დაგჭირდებათ:მომზადების წესიშაქრისა და წყლისგან მოადუღეთ სიროფი, დაამატეთ ოთხ–ოთხად დაჭრილი ხახვი და ჯანჯაფილის მესამედი. დააცადეთ წამოდუღება და როგორც კი ეს მასა დუღილს დაიწყებს, მაშინვე ჩაამატეთ კურკუმა. ამის შემდეგ ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და მანამ ადუღეთ, სანამ რაოდენობა არ განახევრდება. მერე გაწურეთ და ქილაში გადაიღეთ. ელექსირი მაცივარში უნდა შეინახოთ.მიღების წესიელექსირი დღეში ორჯერ უნდა მიიღოთ ორ-ორი სუფრის კოვზი — დილით უზმოზე და საღამოს, ბოლო ჭამიდან ორი საათის შემდეგ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/03/264120176_334:0:1773:1079_1920x0_80_0_0_2eb3d162d79b98996334b11acbf96443.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სპეციალურად მწეველებისთვის: უებარი ელექსირი ფილტვების გასაწმენდად - მარტივი რეცეპტი
17:41 07.06.2022 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) იცით, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია, მაგრამ თავს ვერ ერევით და უარს ვერ ამბობთ ამ მავნე ჩვევაზე? მაშინ…
რასაც ახლა გირჩევთ, არც რთულია, არც განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, არც უცნობი და არნახულ-არგაგონილი პროდუქტების ძებნას და არც დიდ დროს.
უბრალოდ, ვინც სიგარეტს თავს ვერ ანებებთ, ეცადეთ ყოველდღე მიირთვათ:
ჯანჯაფილი (იგივე ჯინჯერი), რომელსაც საქართველოში ძალიან „დაუმეგობრდნენ“ ბოლო წლებში, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ჯანჯაფილი ფილტვებს ჭარბი ლორწოსგან წმენდს;
ხახვი და ნიორი — ძლიერი ანტისიმსივნური თვისებების მქონე ბოსტნეული, ავთვისებიანი დაავადებების უებარი პროფილაქტიკური საშუალება;
კურკუმა — ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტისიმსივნური თვისებების სუნელ–სანელებელი. დაფქული კურკუმა გარეგნულად ძალიან ჰგავს დაფქულ ზაფრანას.
უკეთესი იქნება, თუ ამ ყველაფერთან ერთად ფილტვებს სპეციალური ელექსირითაც გაიწმენდთ, რომლის რეცეპტსაც აქვე გთავაზობთ.
ჯანჯაფილი — ცერა თითის ტოლი ნატეხი.
შაქრისა და წყლისგან მოადუღეთ სიროფი, დაამატეთ ოთხ–ოთხად დაჭრილი ხახვი და ჯანჯაფილის მესამედი. დააცადეთ წამოდუღება და როგორც კი ეს მასა დუღილს დაიწყებს, მაშინვე ჩაამატეთ კურკუმა.
ამის შემდეგ ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და მანამ ადუღეთ, სანამ რაოდენობა არ განახევრდება. მერე გაწურეთ და ქილაში გადაიღეთ.
ელექსირი მაცივარში უნდა შეინახოთ.
ელექსირი დღეში ორჯერ უნდა მიიღოთ ორ-ორი სუფრის კოვზი — დილით უზმოზე და საღამოს, ბოლო ჭამიდან ორი საათის შემდეგ.