https://sputnik-georgia.com/20220607/birtvuli-gamocdis-molodini-267202871.html
ბირთვული გამოცდის მოლოდინში: აშშ ფხენიანს მტკიცე პასუხს გასცემს
ბირთვული გამოცდის მოლოდინში: აშშ ფხენიანს მტკიცე პასუხს გასცემს
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და მთელი მსოფლიო მტკიცედ და მკაცრად უპასუხებენ ჩრდილოეთ კორეას, თუ ის ბირთვულ იარაღს გამოცდის... 07.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-07T11:11+0400
2022-06-07T11:11+0400
2022-06-07T16:02+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
აშშ
ჩრდილოეთი კორეა
სამხრეთი კორეა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/07/267202570_0:176:3017:1873_1920x0_80_0_0_ab5bad25df2ac397fa2d2bd3783da5f0.jpg
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და მთელი მსოფლიო მტკიცედ და მკაცრად უპასუხებენ ჩრდილოეთ კორეას, თუ ის ბირთვულ იარაღს გამოცდის, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უენდი შერმანმა.მან ეს განცხადება სეულში გააკეთა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეელ კოლეგა ჩო ჰენ დონთან მოლაპარაკებები გამართა.5 ივნისს ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც მე-18 გამოცდაა მიმდინარე წლის დასაწყისიდან. ამის პასუხად სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა „ხმელეთი-ხმელეთის“ ტიპის რვა რაკეტა გაუშვეს იმავე მიმართულებით. სეულის განცხადებით, რაკეტების ერთობლივი გაშვება მიზნად ისახავს „პროვოკაციების წყაროებზე ან მათ სარდლობასა და მხარდაჭერის ძალებზე დაუყოვნებელი ზუსტი დარტყმების განხორციელების უნარისა და მზადყოფნის დემონსტრირებას“.ოდნავ მოგვიანებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეაში პუნგერის ბირთვულ პოლიგონზე ერთ-ერთი შტოლნი, სავარაუდოდ, ღიაა, რაც, მისი აზრით, შესაძლოა ფხენიანის ახალი ბირთვული გამოცდისთვის სამზადისზე მიანიშნებდეს.აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული გამოცდა 2017 წლის შემდეგ არ ჩაუტარებია. წყარო: Reuters
აშშ
ჩრდილოეთი კორეა
სამხრეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/07/267202570_142:0:2873:2048_1920x0_80_0_0_4bf0259d125335e8f791e2eb96216118.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, აშშ , ჩრდილოეთი კორეა, სამხრეთი კორეა
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და მთელი მსოფლიო მტკიცედ და მკაცრად უპასუხებენ ჩრდილოეთ კორეას, თუ ის ბირთვულ იარაღს გამოცდის, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უენდი შერმანმა.
მან ეს განცხადება სეულში გააკეთა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეელ კოლეგა ჩო ჰენ დონთან მოლაპარაკებები გამართა.
„ნებისმიერი ბირთვული გამოცდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის სრული დარღვევა იქნება. ასეთ გამოცდას სწრაფი და მტკიცე პასუხი მოჰყვება. <...> დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო სამხრეთ კორეა, შეერთებული შტატები და იაპონია, არამედ მთელი მსოფლიო უპასუხებს ამას ძლიერი და მკაფიო მანერით“, — აღნიშნა უენდი შერმანმა პრესკონფერენციაზე.
5 ივნისს ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც მე-18 გამოცდაა მიმდინარე წლის დასაწყისიდან. ამის პასუხად სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა „ხმელეთი-ხმელეთის“ ტიპის რვა რაკეტა გაუშვეს იმავე მიმართულებით. სეულის განცხადებით, რაკეტების ერთობლივი გაშვება მიზნად ისახავს „პროვოკაციების წყაროებზე ან მათ სარდლობასა და მხარდაჭერის ძალებზე დაუყოვნებელი ზუსტი დარტყმების განხორციელების უნარისა და მზადყოფნის დემონსტრირებას“.
ოდნავ მოგვიანებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეაში პუნგერის ბირთვულ პოლიგონზე ერთ-ერთი შტოლნი, სავარაუდოდ, ღიაა, რაც, მისი აზრით, შესაძლოა ფხენიანის ახალი ბირთვული გამოცდისთვის სამზადისზე მიანიშნებდეს.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული გამოცდა 2017 წლის შემდეგ არ ჩაუტარებია.