რა სიახლეებს შესთავაზებს ტურისტებს არწივის კანიონი

© Agency of Protected Areas (Georgia) არწივის კანიონი
არწივის კანიონი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
გამოწერა
ზაფხულის პერიოდში არწივის კანიონის ახალ საფეხმავლო ბილიკზე სუბტროპიკულ გარემოში მოგზაურობა განსაკუთრებით შთამბეჭდავია.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, არწივის ხეობაში შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და გადასასვლელი ხიდებით დამატებითი ეკოტურისტული სივრცე მოეწყო, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
„გარემოს დაცვის სამინისტროს პრინციპული მიდგომაა, რომ ნაკრძალში მაქსიმალურად იყოს ათვისებული ის ობიექტები, რომლებიც ტურისტებისთვის საინტერესოა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ არწივის კანიონის დათვალიერებისას.
ახალი ეკოტურისტული სივრცის მოწყობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
© Agency of Protected Areas (Georgia) არწივის კანიონი
Орлиное ущелье адаптировали для экотуристов - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
არწივის კანიონი
უწყების ცნობით, ერთ კილომეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკი ღრმა კანიონს მიუყვება, სადაც რამდენიმე ჩანჩქერის მონახულებაა შესაძლებელი.
არწივის კანიონი ულამაზესი ლანდშაფტებით გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულებს განსაკუთრებულ სანახაობას სთავაზობს. აქ ბუდობს მტაცებელ ფრინველთა მრავალი სახეობა, მათ შორის ორბი, სვავი, ფასკუნჯი. ხეობის კლდოვანი ფერდობებიდან შესაძლებელია ორბების ბუდეებისა და იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეების ნახვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სხვაგან არსად გვხვდება.
ყველა ახალი ამბავი
0