ლავროვის თვითმფრინავს ნამდვილად ჩაუკეტეს ცა: ზახაროვას კომენტარი

© photo: Sputnik / Eduard Pesovსერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი  - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
თბილისი, 6 ივნისი − Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ ბალკანეთის ქვეყნებმა ცა ჩაუკეტეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თვითმფრინავს, რომელიც სერბეთში 6 ივნისს უნდა გაფრენილიყო.
ამის შესახებ მან იტალიური ტელეარხი La7-ის ეთერში განაცხადა.

„თქვენ არხების გახსნაზე საუბრობთ, ერთი საათის წინ კი სერგეი ლავროვის თვითმფრინავს, რომელიც სერბეთში უნდა გამგზავრებულიყო, ბუნებრივი საჰაერო არხი დაუხურეს. <...> რუსეთის დელეგაციას მოლაპარაკებები უნდა გაემართა ბელგრადში, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ნატომ კი საჰაერო სივრცე დაკეტეს. ეს არის კომუნიკაციის კიდევ ერთი დახურული არხი“, − აღნიშნა ზახაროვამ.

მანამდე სერბულმა გაზეთმა Novosti-მ განაცხადა, რომ ბულგარეთმა, მონტენეგრომ და ჩრდილოეთ მაკედონიამ ლავროვის თვითმფრინავს თავიანთ ტერიტორიებზე გადაფრენა აუკრძალეს.
ამის მტკიცებულების სახით გაზეთმა გამოაქვეყნა შესაბამისი დოკუმენტის ფოტო, რომელსაც ხელს მონტენეგროს ხელისუფლების წარმომადგენელი აწერს. ის ფაქტი კი, რომ ბულგარეთის ხელისუფლებამ ასევე დაბლოკა ლავროვის თვითმფრინავის ფრენა, დაადასტურა რუსეთის ელჩმა სოფიაში ელეონორა მიტროფანოვამ.
წყარო: La7
ყველა ახალი ამბავი
0