რატომ გადადგა თანამდებობიდან წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე

© photo: courtesy of Tsalenjikhaწალენჯიხა
წალენჯიხა - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
ლაშა ზარქუამ წალენჯიხის მერს გიორგი ხარჩილავას ოფიციალური წერილით უკვე მიმართა.
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ზარქუამ თანამდებობა დატოვა.
ზარქუამ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად წალენჯიხაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის რეალიზაციის გაჭიანურება დაასახელა. მუნიციპალიტეტს პროგრამა 1 მაისამდე უნდა დაემტკიცებინა, რაც, მისი თქმით, ვერ მოხერხდა საკრებულოში პრობლემების გამო.
ზარქუას განმარტებით, საკრებულომ სამი თვის მანძილზე ვერ მოახერხა ბიუჯეტის დამტკიცება და მერიის შესაბამისი სამსახურებს ფორსმაჟორში მოუწიათ მუშაობა.

„ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც გამოიცა მთავრობის განკარგულება სოფლის მხარდამჭერი პროგრამის შესახებ. დადგენილებით გაწერილ ვადებში ჩვენ გავმართეთ შეხვედრები, შეკრებები, პროექტების განხილვა და ა.შ. მაგრამ ტექნიკური მხარე დადგენილ ვადებში ვერ ჩაეტია“, – განაცხადა ზარქუამ.

საქართველოს ინფრასტუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წალენჯიხის რაიონისთვის 644 ათასი ლარი გამოყო.
„მიუხედავად ამისა, ფული რაიონს არ დაუკარგავს და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ყველა ის პროექტი განხორციელდება, რაც მოსახლეობამ დაგეგმა. მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ირიბად თუ პირდაპირ ვგრძნობ საკუთარ პასუხისმგებლობას ამის თაობაზე და გავაკეთე განცხადება გადადგომის შესახებ“, – განახადა ზარქუამ „პირველი არხის“ ეთერში.
ზარქუას მერის მოადგილის თანამდებობა 2021 წლის ნოემბრიდან ეკავა.
წალენჯიხა ერთადერთი რაიონია საქართველოში, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგად მუნიციპალიტეტის მერის პოსტი ოპოზიციონერმა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ხარჩილავამ დაიკავა. უფრო მეტიც, ოპოზიციამ საკრებულოშიც მოიპოვა უმრავლესობა და, შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარეც ოპოზიციონერი, პარტიის „საქართველოსთვის" წევრი კორნელი სალია გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0