https://sputnik-georgia.com/20220606/ukrainasi-kidev-erti-qartveli-mebrzoli-dairupa-267192358.html
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
Sputnik საქართველო
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე 13 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
2022-06-06T20:15+0400
2022-06-06T20:15+0400
2022-06-06T23:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/06/252523612_0:169:3041:1880_1920x0_80_0_0_857a108cbb001f590d74d545d15a46d6.jpg
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. უკრაინაში ქართველი მებრძოლი გიორგი გრიგოლია დაიღუპა, აცნობა უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა „პირველ არხს“.გავრცელებული ინფორმაციით, გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ახლოს საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა.ტელეკომპანიის ცნობით, დაღუპულის ოჯახი მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია.არსებული ინფორმაციით, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე 13 ქართველი მებრძოლია დაღუპული.საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.წყარო - პირველი არხი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/06/252523612_155:0:2886:2048_1920x0_80_0_0_b045d14a1d06319b7084d92398f8fa44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა ქართველი მებრძოლი დაღუპვა
უკრაინა ქართველი მებრძოლი დაღუპვა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
20:15 06.06.2022 (განახლებულია: 23:15 06.06.2022) უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე 13 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. უკრაინაში ქართველი მებრძოლი გიორგი გრიგოლია დაიღუპა, აცნობა უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა „პირველ არხს“.
გავრცელებული ინფორმაციით, გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ახლოს საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა.
ტელეკომპანიის ცნობით, დაღუპულის ოჯახი მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია.
არსებული ინფორმაციით, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე 13 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.