Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ამ საკითხს“ - შაკირა ქმართან დაშორებაზე განცხადებას ავრცელებს

© courtesy of Shakiraშაკირა
შაკირა - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიკემ პარტნიორს პაბლო გავის დედასთან უღალატა.
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-სივრცე შაკირასა და ჟერარ პიკეს განშორების შესახებ გავრცელებულმა სიახლემ მოიცვა. ინსაიდერების განცხადებით, ფეხბურთელმა კოლუმბიელ მომღერალს უღალატა.
შაკირა - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
ყვითელი ამბები
შაკირა და ჟერარ პიკე დაშორდნენ - ფეხბურთელმა ცოლს უღალატა
ამ დრომდე წყვილს არ ჰქონდა დადასტურებული ინფორმაცია, თუმცა ცოტა ხნის წინ შაკირამ სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვა გაავრცელა.

„სინანულით ვადასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩვენი გზები გაიყო, თუმცა შვილების კეთილდღეობა ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. უმორჩილესად გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ამ საკითხს და პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს“, – დაწერა შაკირამ.

ცნობილია, რომ წყვილი ერთად 11 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მათ 7 და 9 წლის ვაჟები ჰყავთ.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიკემ პარტნიორს პაბლო გავის დედასთან უღალატა. თუმცა ახლახან სრულიად სხვა დეტალები გამოიკვეთა. ჟერარ პიკემ შაკირას პაბლო გავის დედასთან კი არა, 19 წლის გოგონასთან უღალატა. El Periódico-ის ცნობით, პიკეს ახალი შეყვარებული 19 წლის ქერათმიანი სტუდენტია, რომელიც ღონისძიებების წამყვანად მუშაობს. ისინი შაკირამ პირდაპირ საწოლში გამოიჭირა. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0