https://sputnik-georgia.com/20220606/saqartvelos-parlamentis-tavmjdomare-deputatebis-winase-yovelwliuri-moxsenebit-wardgeba-267192522.html
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგება
Sputnik საქართველო
ოთხშაბათს პლენარულ სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები
2022-06-06T20:27+0400
2022-06-06T20:27+0400
2022-06-06T23:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306471_0:141:1920:1221_1920x0_80_0_0_b516c900e6c8f1dcd3b4780e293d4e46.jpg
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 8 ივნისს დეპუტატების წინაშე პარლამენტის საქმიანობისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ანგარიშით წარდგება.პლენარულ სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ 30-მდე საკითხს, მათ შორის, კანონპროექტებს, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.7 ივნისს რეგლამენტით გათვალისწინებული პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დაიწყება კანონპროექტების განხილვა. იმავე დღეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავისუფალი ტრიბუნით ისარგებლებს.9 ივნისს მოსალოდნელია კენჭისყრა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ზაალ უდუმაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.იმავე დღეს პარლამენტი მოუსმენს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში.პარლამენტის რეგლამენტით, ყველა მინისტრი წელიწადში ერთხელ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში შესრულებული საქმიანობის შესახებ მოხსენებით გამოდის. გარდა ამისა, მინისტრი შეიძლება გამოიძახოს დეპუტატთა ჯგუფმა, რათა მან უპასუხოს წინასწარ შეთანხმებულ კითხვებს.წყარო - პარლამენტის ვებ-გვერდი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306471_0:106:1566:1281_1920x0_80_0_0_09b747b8060319e69b74dad5406e5564.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო პარლამენტი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეპუტატები ყოველწლიური ანგარიში მოხსენება
საქართველო პარლამენტი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეპუტატები ყოველწლიური ანგარიში მოხსენება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგება
20:27 06.06.2022 (განახლებულია: 23:18 06.06.2022) ოთხშაბათს პლენარულ სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 8 ივნისს დეპუტატების წინაშე პარლამენტის საქმიანობისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ანგარიშით წარდგება.
პლენარულ სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ 30-მდე საკითხს, მათ შორის, კანონპროექტებს, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
7 ივნისს რეგლამენტით გათვალისწინებული პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დაიწყება კანონპროექტების განხილვა. იმავე დღეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავისუფალი ტრიბუნით ისარგებლებს.
9 ივნისს მოსალოდნელია კენჭისყრა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ზაალ უდუმაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.
იმავე დღეს პარლამენტი მოუსმენს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში.
პარლამენტის რეგლამენტით, ყველა მინისტრი წელიწადში ერთხელ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში შესრულებული საქმიანობის შესახებ მოხსენებით გამოდის. გარდა ამისა, მინისტრი შეიძლება გამოიძახოს დეპუტატთა ჯგუფმა, რათა მან უპასუხოს წინასწარ შეთანხმებულ კითხვებს.