https://sputnik-georgia.com/20220606/rusetis-elci-italiasi-267186745.html
ბრალდება ანტირუსულ კამპანიაში: რუსეთის ელჩი იტალიის საგარეო უწყებაში დაიბარეს
ბრალდება ანტირუსულ კამპანიაში: რუსეთის ელჩი იტალიის საგარეო უწყებაში დაიბარეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 ივნისი − Sputnik. რუსეთის ელჩი რომში სერგეი რაზოვი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მოსკოვის ბრალდებების გამო, რომ იტალიური მასმედია... 06.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-06T17:32+0400
2022-06-06T17:32+0400
2023-07-20T15:44+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
იტალია
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/06/267186260_0:0:2703:1520_1920x0_80_0_0_973e9c05fbcaf699f20a2718c8db0d36.jpg
თბილისი, 6 ივნისი − Sputnik. რუსეთის ელჩი რომში სერგეი რაზოვი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მოსკოვის ბრალდებების გამო, რომ იტალიური მასმედია ანტირუსულ კამპანიას აწარმოებს.გავრცელებული ინფორმაციით, რაზოვს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი ეტორე ფრანჩესკო სეკუი შეხვდა და „მტკიცედ უარყო“ რუსული მხარის ყველა პრეტენზია.გარდა ამისა, იტალიელმა დიპლომატმა უსაფუძვლო უწოდა რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და დაადასტურა იტალიის მთავრობის იმედი, რომ კონფლიქტი შეიძლება მალე მოგვარდეს „უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად“. გარდა ამისა, სეკუიმ მოუწოდა რუსულ მხარეს, რაც შეიძლება სწრაფად განბლოკოს უკრაინის პორტებში გაჩერებული მარცვლეული.რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ „სამხედრო სპეცოპერაციას“ დასავლეთის ქვეყნებმა 300-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებით უპასუხეს. იტალიამ აპრილში 30 რუსი დიპლომატი გააძევა, რის საპასუხოდაც რუსეთმა 24 იტალიელ დიპლომატს აუკრძალა ქვეყანაში დარჩენა.მაისში იტალიამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების გეგმა გაუგზავნა. რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა გეგმის ავტორების „ცნობილი მიმართულებით“ გაგზავნა მოითხოვა.
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/06/267186260_0:0:2299:1724_1920x0_80_0_0_d35aaebc5c07826e9096a83ad34c3e1f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, იტალია , რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, იტალია , რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ბრალდება ანტირუსულ კამპანიაში: რუსეთის ელჩი იტალიის საგარეო უწყებაში დაიბარეს
17:32 06.06.2022 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) თბილისი, 6 ივნისი − Sputnik. რუსეთის ელჩი რომში სერგეი რაზოვი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მოსკოვის ბრალდებების გამო, რომ იტალიური მასმედია ანტირუსულ კამპანიას აწარმოებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რაზოვს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი ეტორე ფრანჩესკო სეკუი შეხვდა და „მტკიცედ უარყო“ რუსული მხარის ყველა პრეტენზია.
„სეკუიმ მტკიცედ უარყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოთქმული ბოლო ბრალდებები იტალიური ინსტიტუტებისა და მასმედიის ზოგიერთი წარმომადგენლის ამორალობის შესახებ. მან ასევე უარყო პრეტენზიები ანტირუსულ კამპანიაში იტალიური მასმედიის სავარაუდო ჩართულობასთან დაკავშირებით“, − ნათქვამია იტალიის საგარეო უწყების განცხადებაში.
გარდა ამისა, იტალიელმა დიპლომატმა უსაფუძვლო უწოდა რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და დაადასტურა იტალიის მთავრობის იმედი, რომ კონფლიქტი შეიძლება მალე მოგვარდეს „უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად“.
გარდა ამისა, სეკუიმ მოუწოდა რუსულ მხარეს, რაც შეიძლება სწრაფად განბლოკოს უკრაინის პორტებში გაჩერებული მარცვლეული.
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ „სამხედრო სპეცოპერაციას“ დასავლეთის ქვეყნებმა 300-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებით უპასუხეს. იტალიამ აპრილში 30 რუსი დიპლომატი გააძევა, რის საპასუხოდაც რუსეთმა 24 იტალიელ დიპლომატს აუკრძალა ქვეყანაში დარჩენა.
მაისში იტალიამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების გეგმა გაუგზავნა. რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა გეგმის ავტორების „ცნობილი მიმართულებით“ გაგზავნა მოითხოვა.