https://sputnik-georgia.com/20220606/rosneftma-gayida-tavisi-aqtivebi-romlebsac-saqartvelosi-flobda-267191319.html
„როსნეფტმა“ გაყიდა თავისი აქტივები, რომლებსაც საქართველოში ფლობდა
„როსნეფტმა“ გაყიდა თავისი აქტივები, რომლებსაც საქართველოში ფლობდა
Sputnik საქართველო
„რისნეფტმა“ ტრანზაქციის შედეგად სრულად დატოვა Petrocas Energy Group-ის აქციონერთა რიგები
2022-06-06T19:40+0400
2022-06-06T19:40+0400
2022-06-06T23:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24777/57/247775786_0:237:3221:2048_1920x0_80_0_0_0ebf88ffd85048a7224875f02fccc016.jpg
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. უმსხვილესმა რუსულმა ნავთობკომპანია „როსნეფტმა“ გაყიდა თავისი წილი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აქტივებში.ქართულმა კომპანია Petrocas-მა ორშაბათს განაცხადა ტრანზაქციის დასრულების შესახებ, რომლის შედეგადაც 2022 წლის 11 მაისიდან კომპანიაში Rosneft-ის 49%-იანი მინორიტარული წილი Petrocas Energy Group-მა შეიძინა. სააქციო პაკეტი Petrocas-ჯგუფის დამფუძნებელმა პარტნიორმა და გენერალურმა დირექტორმა ვანო ნაკაიძემ გამოისყიდა.2014 წლის დეკემბერში Petrocas Energy Group-მა და Rosneft-მა შექმნეს ერთობლივი საწარმო, რომელშიც „როსნეფტმა“ 49%-იანი მინორიტარული წილი შეიძინა.2010 წლიდან, მისი დაარსების დღიდან Petrocas Energy Group ჩართულია ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის, საცალო და საავიაციო საწვავის დისტრიბუციის და ლოგისტიკურ ბიზნესში შავი ზღვის, კასპიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონებში.Petrocas Energy Group-ს ეკუთვნის ბენზინგასამართი სადგურების ქსელი, რომელიც Gulf-ის ბრენდით ოპერირებს.კომპანია „როსნეფტი“ ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების სანქციების სიებშია შეყვანილი.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24777/57/247775786_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_3fd846061aac1c98f24831825842a575.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„როსნეფტი“ გაყიდვა აქტივები საქართველო petrocas energy group წილი
„როსნეფტი“ გაყიდვა აქტივები საქართველო petrocas energy group წილი
„როსნეფტმა“ გაყიდა თავისი აქტივები, რომლებსაც საქართველოში ფლობდა
19:40 06.06.2022 (განახლებულია: 23:09 06.06.2022) „როსნეფტმა“ ტრანზაქციის შედეგად სრულად დატოვა Petrocas Energy Group-ის აქციონერთა რიგები.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. უმსხვილესმა რუსულმა ნავთობკომპანია „როსნეფტმა“ გაყიდა თავისი წილი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აქტივებში.
ქართულმა კომპანია Petrocas-მა ორშაბათს განაცხადა ტრანზაქციის დასრულების შესახებ, რომლის შედეგადაც 2022 წლის 11 მაისიდან კომპანიაში Rosneft-ის 49%-იანი მინორიტარული წილი Petrocas Energy Group-მა შეიძინა. სააქციო პაკეტი Petrocas-ჯგუფის დამფუძნებელმა პარტნიორმა და გენერალურმა დირექტორმა ვანო ნაკაიძემ გამოისყიდა.
„ტრანზაქციის შედეგად Rosneft-მა სრულად დატოვა მისი სააქციო პოზიცია Petrocas Energy Group-ში, ხოლო კომპანიის ბორდიდან მისი ორი წარმომადგენელიც გადადგა“, – ნათქვამია ქართული კომპანიის პრეს-რელიზში.
2014 წლის დეკემბერში Petrocas Energy Group-მა და Rosneft-მა შექმნეს ერთობლივი საწარმო, რომელშიც „როსნეფტმა“ 49%-იანი მინორიტარული წილი შეიძინა.
2010 წლიდან, მისი დაარსების დღიდან Petrocas Energy Group ჩართულია ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის, საცალო და საავიაციო საწვავის დისტრიბუციის და ლოგისტიკურ ბიზნესში შავი ზღვის, კასპიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონებში.
Petrocas Energy Group-ს ეკუთვნის ბენზინგასამართი სადგურების ქსელი, რომელიც Gulf-ის ბრენდით ოპერირებს.
კომპანია „როსნეფტი“ ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების სანქციების სიებშია შეყვანილი.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.