მედვედევი: ევროპა ვერსად იშოვის ისეთი ხარისხის ნავთობს, როგორიც რუსულია

© photo: Sputnik / Dmitry Astakhov / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი მედვედევი
დმიტრი მედვედევი - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
თბილისი, 6 ივნისი − Sputnik. ევროპას „მთელ მსოფლიოში მოუწევს ხეტიალი“ ისეთი ხარისხის ნავთობის საძიებლად, როგორიც რუსეთისაა, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა.
ერთი დღით ადრე ევროკავშირმა ოფიციალურ ჟურნალში ანტირუსული სანქციების მეექვსე პაკეტი გამოაქვეყნა. რესტრიქციები, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს ემბარგოს თანდათანობით შემოღებას რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე.

„ჩვენს ნავთობზე უარის ერთბაშად თქმა ვერ მოხერხდება. ამით საკუთარ მოქალაქეებსა და ბიზნესს მიაყენებენ კედელთან. ამიტომ გადაწყვიტეს პროექტის რამდენიმე თვეში გაწელვა, რათა ალტერნატიული წყაროები მოიძიონ. ახლა ევროპელებს მთელ მსოფლიოში მოუწევთ ხეტიალი იმავე ხარისხის ნედლეულის საძიებლად“, − დაწერა მედვედევმა საკუთარ Telegram-არხზე.

გარდა ამისა, მისი თქმით, ევროპას დიზელის საწვავის დეფიციტიც შეექმნება, რომელიც „აუცილებელია სატვირთო ავტომობილებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის“.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იტალიურ კომპანია Eni SpA-ს და ესპანურ Repsol SA-ს საშუალებას აძლევს, ვენესუელის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, დაიწყონ ვენესუელური ნავთობის ევროპაში ექსპორტი.
ყველა ახალი ამბავი
0