მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მაიმუნის ყვავილით ინფიცირება ერთ კვირაში მნიშვნელოვნად გაიზარდა: ჯანმოს ახალი სტატისტიკა

© AP Photo / Emilio Morenatti
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
თბილისი, 6 ივნისი − Sputnik. მიმდინარე წლის 13 მაისიდან მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 700-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო კვირაში, იუწყება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

„მიმდინარე წლის 13 მაისიდან 2 ივნისამდე პერიოდში ჯანმომ მაიმუნის ყვავილის 780 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაარეგისტრირა ორგანიზაციის ოთხი რეგიონის 27 სახელმწიფოში, რომლებიც არ არიან ამ ვირუსისთვის ენდემური ქვეყნები“, − ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ჯანმოში განმარტავენ, 29 მაისის შემდეგ მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულთა რაოდენობა (ლაბორატორიულად დადასტურებული) 523 კაცით გაიზარდა. მაისის ბოლოს მსოფლიოში სულ 257 შემთხვევა იყო დარეგისტრირებული.
ამასთან აღინიშნება, რომ არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა − განსხვავებით ენდემური ქვეყნებისგან, საიდანაც ჯანმო კვლავ იღებს ლეტალური შედეგების შესახებ შეტყობინებებს. მაგალითად, კონგოში წლის დასაწყისიდან მაიმუნის ყვავილით 58 ადამიანი დაიღუპა.
მაიმუნის ყვავილით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა 1970 წელს გამოვლინდა ტერიტორიაზე, რომელიც დღეს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილად ითვლება. მას შემდეგ დაავადება სპორადულად ფიქსირდება აფრიკის სხვადასხვა ნაწილებში, კერძოდ, ნიგერიაში, კოტ დ'ივუარში, ლიბერიაში, სიერა ლეონეში, გაბონსა და სამხრეთ სუდანში. 2003 წელს ადამიანებში მაიმუნის ყვავილის რამდენიმე შემთხვევა შეერთებულ შტატებშიც დაფიქსირდა.
წყარო: WHO
ყველა ახალი ამბავი
0