კალორიების უვარჯიშოდ დაწვის სამი სასიამოვნო მეთოდი: პერსონალური ფიტნეს-ტრენერის რჩევა

© Pexels / Andres Ayrtonსიმსუქნე
სიმსუქნე - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
თბილისი, 6 ივნისი − Sputnik. თუ გსურთ კარგ ფორმაში იყოთ, მაგრამ სპორტდარბაზში სიარულიც გეზარებათ და შინ ვარჯიშიც, გაგაცნობთ ყველაფერ ამის გარეშე კალორიების დაწვის რამდენიმე სწრაფ ხერხს, რომლებიც სულაც არ შედის რუტინული ვარჯიშების სიაში, აცხადებს პერსონალური ფიტნეს-ტრენერი ვიქტორია ბრედი.
მისი თქმით, არსებობს ფიზიკური აქტივობის სამი სახეობა, რომელთა დახმარებითაც ზედმეტ კალორიებს ტანჯვით კი არა, სიამოვნებით დაწვავთ.
სპეციალისტის თქმით, ზედმეტი კალორიების დასაწვავად საჭიროა, რომ სხეულს უფრო ხშირად მოძრაობა აიძულოთ. საამისოდ შესანიშნავია:
ცეკვა − ეს მართლაც გამორჩეული გზაა სასურველი შედეგის მისაღწევად.

„ერთი საათის განმავლობაში ცეკვა საშუალოდ 200 და მეტ კალორიას წვავს“, − ამბობს ვიქტორია ბრედი.

ამასთან, ექსპერტის თქმით, ცეკვის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ თქვენ არ გჭირდებათ არანაირი აღჭურვილობა და არც სავარჯიშო დარბაზის აბონემენტი. გჭირდებათ მხოლოდ კარგი მუსიკა და გარკვეული სივრცე სიამოვნებით ცეკვისთვის.
ბატუტზე ხტომა − ეს საიმედო გზაა უამრავი კალორიის დასაწვავად, მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად და სხეულის ფორმაში მოსაყვანად ისე, რომ „ვარჯიშით“ დაღლილობა ვერც კი იგრძნოთ.
ხოლო თუ ბავშვებიც გყავთ, ბატუტზე ხტომის არჩევით ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერთ: მათთან ერთადაც გაატარებთ დროს და ბევრსაც იმოძრავებთ − ოღონდ დიდი სიამოვნებით.
გარდა ამისა, შეგიძლიათ შეიძინოთ საკუთარი ბატუტი, რათა სახლიდან გაუსვლელად შეასრულოთ სასიამოვნო ვარჯიშები.
მუშაობა ბაღსა და ბოსტანში − ვისაც მებაღეობა უყვარს, ნამდვილად გაუმართლა, რადგან მათ ყვავილებზე ზრუნვის პროცესში კალორიების დაწვა შეუძლიათ.
ვიქტორია ბრედის თქმით, მებაღეობას, როგორც ფიზიკური აქტივობის ფორმას, სათანადოდ არ აფასებენ, თუმცა ის ნამდვილად ეფექტურია და ყურადსაღები.
როგორც ექსპერტი ამბობს, მიუხედავად შესრულებული სამუშაოს რაოდენობისა, ბაღში მუშაობით შეგიძლიათ დაწვათ იმდენი კალორია, რამდენსაც ტრენაჟორ ბილიკზე სირბილით ან ინტენსიური კარდიოვარჯიშებით დაწვავდით 20 წუთის განმავლობაში.
ყველა ახალი ამბავი
0