https://sputnik-georgia.com/20220606/ids-borjomiangarisebi-gayinulia-267170901.html
IDS ბორჯომი: კომპანიის ანგარიშები გაყინულია და შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი
IDS ბორჯომი: კომპანიის ანგარიშები გაყინულია და შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი
Sputnik საქართველო
კომპანიამ მუშაობა დაახლოებით ერთი თვის წინ შეაჩერა. 06.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-06T14:53+0400
2022-06-06T14:53+0400
2022-06-06T19:59+0400
საზოგადოება
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267007213_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_c2283968ce1440e85288fcdc2fa2acda.jpg
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდულია ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული, ნათქვამია კომპანია „IDS ბორჯომის“ პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დღეს „IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა N1 და N2 ქარხნების სრულმასშტაბიანი პიკეტირება დაიწყეს. თანამშრომლებს ქარხნების შესასვლელები სრულად აქვთ გადაკეტილი. გაფიცული თანამშრომლების ინფორმაციით, კომპანიის ადმინისტრაცია აპირებს ბორჯომის ქარხნის თანამშრომელთა ჩანაცვლებას საქართველოს რეგიონებიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოყვანილი ხალხით და მათთვის სამ-ოთხჯერ მეტი ხელფასის გადახდას.როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ანიშნული, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, ხოლო საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია.გაფიცულების განცხადებით, პიკეტირება გაგრძელდება ხელფასების დარიცხვამდე, უკანონოდ გათავისუფლებული 50-მდე ადამიანის, ვადიან ხელშეკრულებაზე მყოფი დასაქმებულების, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნებამდე, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შეთანხმებამდე.აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მუშებს ახალი პირობები შესთავაზეს, რასაც მათი ნაწილი არ დაეთანხმა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შედეგად – 50-მდე ადამიანი გაათავისუფლეს.მასშტაბური გაფიცვა იმ მოლაპარაკების ფონზე მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს მთავრობა IDS Borjomi International-ის ხელმძღვანელობასთან აწარმოებს კომპანიის წილის ნაწილის სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე.კომპანიამ IDS Borjomi Georgia 19 მაისს მაკონტროლებელი კომპანია DS Borjomi International-ის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას.როგორც მოგვიანებით საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, IDS Borjomi Georgia-ს წილების ნაწილის სახელმწიფოსთვის გადაცემა არ იქნება მხოლოდ დროებითი მოვლენა და ახლა სამართლებრივი ნიუანსები წყდება.„ბორჯომის“ თანამშრომლებმა ქარხნების პიკეტირება დაიწყეს>>ამასთან, დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ბორჯომის“ აქციების საქართველოს მთავრობისთვის გადაცემა არ ხდება რუსი ბიზნესმენებისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით.2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში.კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267007213_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_216bbdba068edf6ccdcec0668b8f4127.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
IDS ბორჯომი: კომპანიის ანგარიშები გაყინულია და შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი
14:53 06.06.2022 (განახლებულია: 19:59 06.06.2022) კომპანიამ მუშაობა დაახლოებით ერთი თვის წინ შეაჩერა.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდულია ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული, ნათქვამია კომპანია „IDS ბორჯომის“ პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს „IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა N1 და N2 ქარხნების სრულმასშტაბიანი პიკეტირება დაიწყეს. თანამშრომლებს ქარხნების შესასვლელები სრულად აქვთ გადაკეტილი.
გაფიცული თანამშრომლების ინფორმაციით, კომპანიის ადმინისტრაცია აპირებს ბორჯომის ქარხნის თანამშრომელთა ჩანაცვლებას საქართველოს რეგიონებიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოყვანილი ხალხით და მათთვის სამ-ოთხჯერ მეტი ხელფასის გადახდას.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ანიშნული, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, ხოლო საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია.
„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, კომპანიას არცერთი ახალი კადრი არ აუყვანია. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ, კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გაფიცულების განცხადებით, პიკეტირება გაგრძელდება ხელფასების დარიცხვამდე, უკანონოდ გათავისუფლებული 50-მდე ადამიანის, ვადიან ხელშეკრულებაზე მყოფი დასაქმებულების, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნებამდე, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შეთანხმებამდე.
აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მუშებს ახალი პირობები შესთავაზეს, რასაც მათი ნაწილი არ დაეთანხმა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შედეგად – 50-მდე ადამიანი გაათავისუფლეს.
მასშტაბური გაფიცვა იმ მოლაპარაკების ფონზე მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს მთავრობა IDS Borjomi International-ის ხელმძღვანელობასთან აწარმოებს კომპანიის წილის ნაწილის სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე.
კომპანიამ IDS Borjomi Georgia 19 მაისს მაკონტროლებელი კომპანია DS Borjomi International-ის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას.
როგორც მოგვიანებით საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, IDS Borjomi Georgia-ს წილების ნაწილის სახელმწიფოსთვის გადაცემა არ იქნება მხოლოდ დროებითი მოვლენა და ახლა სამართლებრივი ნიუანსები წყდება.
ამასთან, დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ბორჯომის“ აქციების საქართველოს მთავრობისთვის გადაცემა არ ხდება რუსი ბიზნესმენებისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში.
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.