მძღოლების საყურადღებოდ! გორის საავტომობილო გვირაბი დროებით დაიკეტება

© photo: Sputnikავტომაგისტრალი აღმოსავლეთი-დასავლეთი
ავტომაგისტრალი აღმოსავლეთი-დასავლეთი  - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
შეზღუდვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.
თბილისი, 6 ივნისი − Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტით მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 7 ივნისის 24:00 სთ-დან 9 ივნისის 24:00 სთ-მდე პერიოდში გვირაბის სენაკი–თბილისის, ხოლო 9 ივნისის 24:00 სთ-დან 11 ივნისის 24:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბების შემოვლით საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ამ მიმართულების ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი–თბილისის მიმართულება გადაერთვება გორის გვირაბების შემოვლით საავტომობილო გზაზე.
წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0