https://sputnik-georgia.com/20220606/crdiloet-korea-birtvuli-gamocda-267184814.html
პოლიგონზე შტოლნი გახსნილია: ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, ბირთვული გამოცდისთვის ემზადება
პოლიგონზე შტოლნი გახსნილია: ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, ბირთვული გამოცდისთვის ემზადება
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 ივნისი − Sputnik. ჩრდილოეთ კორეაში პუნგერის დემონტირებულ ბირთვულ პოლიგონზე ერთ-ერთი შტოლნი*, სავარაუდოდ, ღიაა, განაცხადა ატომური ენერგიის... 06.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-06T16:07+0400
2022-06-06T16:07+0400
2023-07-20T15:44+0400
მსოფლიო დღეს
ჩრდილოეთი კორეა
პოლიტიკა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/16/252089987_0:0:3037:1708_1920x0_80_0_0_f85eb02c9cb8d6f134bdb6944d1d861a.jpg
თბილისი, 6 ივნისი − Sputnik. ჩრდილოეთ კორეაში პუნგერის დემონტირებულ ბირთვულ პოლიგონზე ერთ-ერთი შტოლნი*, სავარაუდოდ, ღიაა, განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ.მისი აზრით, ეს შეიძლება ფხენიანის ახალი ბირთვული გამოცდისთვის სამზადისზე მიანიშნებდეს.2018 წლის მაისში ჩრდილოეთ კორეამ პუნგერის პოლიგონის დემონტაჟი განახორციელა, თუმცა, სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ფხენიანმა იქ აღდგენითი სამუშაოებიც დაიწყო.გუშინ, 5 ივნისს ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში მოკლე რადიუსის რვა ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც მე-18 გამოცდაა მიმდინარე წლის დასაწყისიდან. ამის პასუხად სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ასევე რვა „ხმელეთი-ხმელეთის“ ტიპის რაკეტა გაუშვეს იმავე მიმართულებით. სეულის განხადებით, რაკეტების ერთობლივი გაშვება მიზნად ისახავს „პროვოკაციების წყაროებზე ან მათ სარდლობასა და მხარდაჭერის ძალებზე დაუყოვნებელი ზუსტი დარტყმების განხორციელების უნარისა და მზადყოფნის დემონსტრირებას“.შტოლნი* − ჰორიზონტალური ან ოდნავ დაქანებული გვირაბი, რომელიც უშუალოდ დედამიწის ზედაპირზე გამოდის და განკუთვნილია მიწისქვეშა სამთო სამუშაოთა მომსახურებისათვის; წოლხვრელი.
ჩრდილოეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/16/252089987_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_26ede9c89d5145524b7b310dd20bf371.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩრდილოეთი კორეა, პოლიტიკა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, მსოფლიოს ახალი ამბები
ჩრდილოეთი კორეა, პოლიტიკა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 6 ივნისი − Sputnik. ჩრდილოეთ კორეაში პუნგერის დემონტირებულ ბირთვულ პოლიგონზე ერთ-ერთი შტოლნი*, სავარაუდოდ, ღიაა, განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ.
მისი აზრით, ეს შეიძლება ფხენიანის ახალი ბირთვული გამოცდისთვის სამზადისზე მიანიშნებდეს.
„პუნგერის ბირთვულ პოლიგონზე შევამჩნიეთ ნიშნები იმისა, რომ ერთ-ერთი შტოლნი კვლავ გახსნილია − შესაძლოა, ბირთვული გამოცდისთვის სამზადისის ფარგლებში. ბირთვული გამოცდის ჩატარება ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს და გამოიწვევს სერიოზულ შეშფოთებას“, − განაცხადა გროსიმ IAEA-ს მმართველთა საბჭოს წინაშე გამოსვლისას.
2018 წლის მაისში ჩრდილოეთ კორეამ პუნგერის პოლიგონის დემონტაჟი განახორციელა, თუმცა, სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ფხენიანმა იქ აღდგენითი სამუშაოებიც დაიწყო.
გუშინ, 5 ივნისს ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში მოკლე რადიუსის რვა ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც მე-18 გამოცდაა მიმდინარე წლის დასაწყისიდან. ამის პასუხად სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ასევე რვა „ხმელეთი-ხმელეთის“ ტიპის რაკეტა გაუშვეს იმავე მიმართულებით. სეულის განხადებით, რაკეტების ერთობლივი გაშვება მიზნად ისახავს „პროვოკაციების წყაროებზე ან მათ სარდლობასა და მხარდაჭერის ძალებზე დაუყოვნებელი ზუსტი დარტყმების განხორციელების უნარისა და მზადყოფნის დემონსტრირებას“.
შტოლნი* − ჰორიზონტალური ან ოდნავ დაქანებული გვირაბი, რომელიც უშუალოდ დედამიწის ზედაპირზე გამოდის და განკუთვნილია მიწისქვეშა სამთო სამუშაოთა მომსახურებისათვის; წოლხვრელი.