https://sputnik-georgia.com/20220606/boris-jonsoni-undoblobis-votumi-267168264.html
კონსერვატორებმა პრემიერ-მინისტრს უნდობლობა შესაძლოა დღეს გამოუცხადონ
კონსერვატორებმა პრემიერ-მინისტრს უნდობლობა შესაძლოა დღეს გამოუცხადონ
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. ბრიტანეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის წინააღმდეგ უნდობლობის ვოტუმის პროცედურა შესაძლოა დღის ბოლომდე ამოქმედდეს... 06.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-06T11:51+0400
2022-06-06T11:51+0400
2022-06-06T17:08+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
დიდი ბრიტანეთი
პოლიტიკა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/06/267168103_0:153:3097:1895_1920x0_80_0_0_8c49e89fefaa4ffc2bb8ef2d08ec95e7.jpg
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. ბრიტანეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის წინააღმდეგ უნდობლობის ვოტუმის პროცედურა შესაძლოა დღის ბოლომდე ამოქმედდეს, იუწყება ტელეარხი ITV.გავრცელებული ცნობით, პროცედურის დაწყების შესახებ განცხადებას კონსერვატიული პარტიის წევრთა კომიტეტის (1922 წლის კომიტეტი − აერთიანებს კონსერვატორებს, რომლებიც მთავრობაში არ შედიან) თავმჯდომარე სერ გრემ ბრედი გააკეთებს, რის შემდეგაც რამდენიმე დღის განმავლობაში კონსერვატორი დეპუტატების ფარული კენჭისყრა გაიმართება.პრემიერ-მინისტრ ჯონსონისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად საჭიროა კონსერვატიული პარტიის დეპუტატების, სულ მცირე, 54 ხმა.სულ რამდენი დეპუტატის წერილია შესული პარლამენტში უნდობლობის ვოტუმის კენჭისყრაში მონაწილეობის მოთხოვნით, ჯერჯერობით მხოლოდ სერ ბრედიმ იცის. თუმცა გასული კვირის ბოლოს 25-მა კონსერვატორმა დეპუტატმა ღიად განაცხადა, რომ წერილები უკვე გაგზავნილი აქვთ.ბრიტანელი დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია პანდემიის დროს დაუნინგ-სტრიტზე გამართულმა მრავალრიცხოვანმა წვეულებებმა, მათ შორის, მკაცრი შეზღუდვების პერიოდში. ამ წვეულებათაგან რამდენიმეში ბორის ჯონსონმაც მიიღო მონაწილეობა. მაშინ ბრიტანელების ნახევარზე მეტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას. მოქმედი წესების მიხედვით, უნდობლობის გამოცხადების ინიციატორი მხოლოდ 1922 წლის კომიტეტი შეიძლება იყოს.
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/06/267168103_182:0:2913:2048_1920x0_80_0_0_fdfe9dbb2373ef1e1b003b2ae9c01a94.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა
კონსერვატორებმა პრემიერ-მინისტრს უნდობლობა შესაძლოა დღეს გამოუცხადონ
11:51 06.06.2022 (განახლებულია: 17:08 06.06.2022) თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. ბრიტანეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის წინააღმდეგ უნდობლობის ვოტუმის პროცედურა შესაძლოა დღის ბოლომდე ამოქმედდეს, იუწყება ტელეარხი ITV.
გავრცელებული ცნობით, პროცედურის დაწყების შესახებ განცხადებას კონსერვატიული პარტიის წევრთა კომიტეტის (1922 წლის კომიტეტი − აერთიანებს კონსერვატორებს, რომლებიც მთავრობაში არ შედიან) თავმჯდომარე სერ გრემ ბრედი გააკეთებს, რის შემდეგაც რამდენიმე დღის განმავლობაში კონსერვატორი დეპუტატების ფარული კენჭისყრა გაიმართება.
პრემიერ-მინისტრ ჯონსონისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად საჭიროა კონსერვატიული პარტიის დეპუტატების, სულ მცირე, 54 ხმა.
სულ რამდენი დეპუტატის წერილია შესული პარლამენტში უნდობლობის ვოტუმის კენჭისყრაში მონაწილეობის მოთხოვნით, ჯერჯერობით მხოლოდ სერ ბრედიმ იცის. თუმცა გასული კვირის ბოლოს 25-მა კონსერვატორმა დეპუტატმა ღიად განაცხადა, რომ წერილები უკვე გაგზავნილი აქვთ.
ბრიტანელი დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია პანდემიის დროს დაუნინგ-სტრიტზე გამართულმა მრავალრიცხოვანმა წვეულებებმა, მათ შორის, მკაცრი შეზღუდვების პერიოდში. ამ წვეულებათაგან რამდენიმეში ბორის ჯონსონმაც მიიღო მონაწილეობა. მაშინ ბრიტანელების ნახევარზე მეტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას. მოქმედი წესების მიხედვით, უნდობლობის გამოცხადების ინიციატორი მხოლოდ 1922 წლის კომიტეტი შეიძლება იყოს.