„სასიხარულო ამბავი მინდა გაგიზიაროთ“ - ანი ბებია ორსულადაა
14:34 06.06.2022 (განახლებულია: 19:46 06.06.2022)

© Facebook / Ani Bebia
გამოწერა
მსახიობი ანი ბებია და ილო ბეროშვილი მეორე შვილს ელოდებიან. ინფორმაცია ორსულობასთან დაკავშირებით თავად ანიმ გაავრცელა სოციალურ ქსელში.
„კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი მინდა გაგიზიაროთ, ჯერის მალე დაიკო ან ძამიკო ეყოლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვარ ორსულად", – ამბობს ანი ბებია.
წყვილს ერთი შვილი, 2 წლის ჯერი ჰყავს. ილო ბეროშვილს პირველი ქორწინებიდან ტელეწამყვან ნელი აგირბასთან ორი ქალიშვილი ჰყავს.

