როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

© photo: Sputnikელვა ცაზე
ელვა ცაზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
ქვეყნის მასშტაბით 6–11 ივნისის პერიოდში მოსალოდნელია სეტყვა და ძლიერი ქარი.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოში 6 ივნისის დღის ბოლოდან 11 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ პერიოდში ასევე შესაძლებელია სეტყვა და დროგამოშვებით ძლიერი ქარი.
ამინდის პროგნოზი თბილისში: 6–12 ივნისი>>
უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0