მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფხენიანის საპასუხოდ: შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ 8 რაკეტა გაუშვეს - ვიდეო

© AFP 2024 / South Korean Defence Ministry
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
თბილისი, 6 ივნისი − Sputnik. სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის პასუხად, იაპონიის ზღვაში „ხმელეთი-ხმელეთის“ ტიპის რვა რაკეტა გაუშვეს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Yonhap სამხრეთ კორეის შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტზე დაყრდნობით.
სამხრეთ კორეელი სამხედროების თქმით, რაკეტების ერთობლივი გაშვება მიზნად ისახავს „პროვოკაციების წყაროებზე ან მათ სარდლობასა და მხარდაჭერის ძალებზე დაუყოვნებელი ზუსტი დარტყმების განხორციელების უნარისა და მზადყოფნის დემონსტრირებას“.

„ჩვენი სამხედრო პერსონალი მკაცრად გმობს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით პროვოკაციების სერიას და მტკიცედ მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც ზრდის სამხედრო დაძაბულობას ნახევარკუნძულზე და უსაფრთხოებაში პრობლემებს ქმნის“, − ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გამოცდები

ბოლო თვეებში ჩრდილოეთ კორეამ, რომელიც საერთაშორისო იზოლაციაშია და მკაცრი სანქციები აქვს დაწესებული, არაერთი სარაკეტო გამოცდა ჩაატარა. წლის დასაწყისიდან 5 ივნისამდე პერიოდში ფხენიანმა მოკლე რადიუსის რვა ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვისკენ.
როგორც შეერთებული შტატების გაფრთხილებაშია ნათქვამი, ფხენიანის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის ალბათობა საკმაოდ მაღალია, რაც პირველი შემთხვევა იქნება 2017 წლის შემდეგ.
მაისის ბოლოს გაეროს უშიშროების საბჭომ შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გამოცდებთან დაკავშირებით, რა დროსაც რუსეთმა და ჩინეთმა დაბლოკეს აშშ-ის რეზოლუცია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0