https://sputnik-georgia.com/20220605/referendumi-yazaxetsi-yvela-saarcevno-ubani-daixura-267159437.html
რეფერენდუმი ყაზახეთში: ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა
რეფერენდუმი ყაზახეთში: ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა
Sputnik საქართველო
მოქალაქეების საბოლოო აქტივობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეადგინა 8.030.739 ადამიანი ანუ 68,44%. რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ კენჭისყრა 40 საარჩევნო უბანზე გრძელდება
2022-06-05T21:42+0400
2022-06-05T21:42+0400
2022-06-05T21:42+0400
ახალი ამბები
ყაზახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/05/267158837_0:320:3067:2045_1920x0_80_0_0_b5313385e78b6d72618e2e001597a7c0.jpg
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ყაზახეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა, ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.ნურ-სულთანის დროით 21:00 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრა დასრულდა. ბიულეტენი მიიღო 8.030.739 მოქალაქემ (ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული მოქალაქეების 68,44%).5 ივნისს ყაზახეთში რესპუბლიკური რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც ქვეყნის მოქალაქეები წყვეტდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხს. ხმის მიცემის უფლება 11.732.699 ადამიანს ჰქონდა, იტყობინება Sputnik-ყაზახეთი.ბიულეტენში იყო მხოლოდ ერთი შეკითხვა: „ეთანხმებით თუ არა ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესწორებებს და დამატებებს (რეფერენდუმზე გატანილია სულ 56 ცვლილება), რომლებიც მოყვანილია კანონპროექტში „ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“.საქართველოში მყოფი ყაზახეთის მოქალაქეები რეფერენდუმში მონაწილეობენ >>იმისათვის, რომ რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვალოს, მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულ მოქალაქეთა ნახევარზე მეტმა ადამიანმა. ეს ნიშნული 14:00 საათზე დაიძლია.6 ივნისს ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრის შედეგებს შეაჯამებს და დაასახელებს მოქალაქეთა ზუსტ რაოდენობას, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/05/267158837_128:0:2859:2048_1920x0_80_0_0_34ff7614e2e9c05c8030e2c856543c4d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რეფერენდუმი ყაზახეთი უბანი დახურვა
რეფერენდუმი ყაზახეთი უბანი დახურვა
რეფერენდუმი ყაზახეთში: ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა
მოქალაქეების საბოლოო აქტივობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეადგინა 8.030.739 ადამიანი ანუ 68,44%. რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ კენჭისყრა 40 საარჩევნო უბანზე გრძელდება
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ყაზახეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა, ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.
ნურ-სულთანის დროით 21:00 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრა დასრულდა. ბიულეტენი მიიღო 8.030.739 მოქალაქემ (ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული მოქალაქეების 68,44%).
5 ივნისს ყაზახეთში რესპუბლიკური რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც ქვეყნის მოქალაქეები წყვეტდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხს. ხმის მიცემის უფლება 11.732.699 ადამიანს ჰქონდა, იტყობინება Sputnik-ყაზახეთი.
ბიულეტენში იყო მხოლოდ ერთი შეკითხვა: „ეთანხმებით თუ არა ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესწორებებს და დამატებებს (რეფერენდუმზე გატანილია სულ 56 ცვლილება), რომლებიც მოყვანილია კანონპროექტში „ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“.
იმისათვის, რომ რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვალოს, მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულ მოქალაქეთა ნახევარზე მეტმა ადამიანმა. ეს ნიშნული 14:00 საათზე დაიძლია.
6 ივნისს ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრის შედეგებს შეაჯამებს და დაასახელებს მოქალაქეთა ზუსტ რაოდენობას, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.