https://sputnik-georgia.com/20220605/ilia-meorem-dedofal-elisabeds-arsaydrebis-70-wlistavi-miuloca-267151401.html
ილია მეორემ დედოფალ ელისაბედს აღსაყდრების 70 წლისთავი მიულოცა
ილია მეორემ დედოფალ ელისაბედს აღსაყდრების 70 წლისთავი მიულოცა
Sputnik საქართველო
ილია მეორემ ბრიტანეთის დედოფალს სამეფო ტახტის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი გამგებელი უწოდა
2022-06-05T13:35+0400
2022-06-05T13:35+0400
2022-06-05T13:35+0400
ახალი ამბები
საქართველოს საპატრიარქო
დიდი ბრიტანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_0:104:1512:956_1920x0_80_0_0_939ce543edc0b5a9302b9a2f71b26305.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ მეორეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტზე აღსაყდრების 70 წლისთავი მიულოცა.დედოფალ ელისაბედს ილია მეორემ დღეგრძელობა და სამეფო ოჯახის შემდგომი წარმატებები უსურვა.დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ II-ის მეფობის პლატინის იუბილეს ფართომასშტაბიანი აღნიშვნა დაიწყო. დედოფალი წელს მეფობის 70 წლის იუბილეს, კორონაციის 69-ე წლისთავს და დაბადებიდან 96 წლის იუბილეს აღნიშნავს.ელისაბედ მეორე ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს - 25 წლის ასაკში.ელისაბედ II გახდა პირველი ბრიტანელი მონარქი, რომელმაც აღნიშნა პლატინის იუბილე - ტახტზე ყოფნის 70 წელიწადი. 1952 წლის 6 თებერვალს იგი დიდი ბრიტანეთის დედოფლად გამოცხადდა, კორონაცია კი 1953 წლის 2 ივნისს შედგა. მას შემდეგ, რაც მისი ტახტზე ასვლის წლისთავი ემთხვევა მამის, მეფე გეორგ VI-ის გარდაცვალების თარიღს, დღესასწაულები ისევე, როგორც წინა წლებში, ივნისში იმართება.ბრიტანეთი ისტორიულ მოვლენას აღნიშნავს ოთხდღიანი უქმეებით: 2 ივნისიდან 5 ივნისამდე. ოთხი დღის განმავლობაში ბრიტანეთში მასშტაბური საზეიმო ღონისძიებები იმართება.წყარო - საქართველოს საპატრიარქო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_239:106:1441:1008_1920x0_80_0_0_6d47ee1aa46dee58fa52a953ca767b04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ილია მეორე დედოფალი ელისაბედი აღსაყდრება 70 წლისთავი მილოცვა
ილია მეორე დედოფალი ელისაბედი აღსაყდრება 70 წლისთავი მილოცვა
ილია მეორემ დედოფალ ელისაბედს აღსაყდრების 70 წლისთავი მიულოცა
ილია მეორემ ბრიტანეთის დედოფალს სამეფო ტახტის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი გამგებელი უწოდა
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ მეორეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტზე აღსაყდრების 70 წლისთავი მიულოცა.
დედოფალ ელისაბედს ილია მეორემ დღეგრძელობა და სამეფო ოჯახის შემდგომი წარმატებები უსურვა.
„დღეს მსოფლიოში თქვენ ბრძანდებით ყველაზე გამორჩეული მონარქი და სამეფო ტახტის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი გამგებელი. თქვენი მოღვაწეობა მთელი ეპოქაა, რომელმაც წლების მანძილზე განამტკიცა თქვენი ქვეყანა განსაკუთრებით რთულ პერიოდებში და წარუშლელი როლი შეასრულა თქვენი სამეფოს ისტორიაში. ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიხსენებ თქვენთან შეხვედრას და ღრმა შინაარსიან საუბარს“, - ნათქვამია პატრიარქის წერილში.
დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ II-ის მეფობის პლატინის იუბილეს ფართომასშტაბიანი აღნიშვნა დაიწყო. დედოფალი წელს მეფობის 70 წლის იუბილეს, კორონაციის 69-ე წლისთავს და დაბადებიდან 96 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ელისაბედ მეორე ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს - 25 წლის ასაკში.
ელისაბედ II გახდა პირველი ბრიტანელი მონარქი, რომელმაც აღნიშნა პლატინის იუბილე - ტახტზე ყოფნის 70 წელიწადი. 1952 წლის 6 თებერვალს იგი დიდი ბრიტანეთის დედოფლად გამოცხადდა, კორონაცია კი 1953 წლის 2 ივნისს შედგა. მას შემდეგ, რაც მისი ტახტზე ასვლის წლისთავი ემთხვევა მამის, მეფე გეორგ VI-ის გარდაცვალების თარიღს, დღესასწაულები ისევე, როგორც წინა წლებში, ივნისში იმართება.
ბრიტანეთი ისტორიულ მოვლენას აღნიშნავს ოთხდღიანი უქმეებით: 2 ივნისიდან 5 ივნისამდე. ოთხი დღის განმავლობაში ბრიტანეთში მასშტაბური საზეიმო ღონისძიებები იმართება.