https://sputnik-georgia.com/20220605/gardaicvala-rejisori-temur-cxeize-267152066.html
გარდაიცვალა რეჟისორი თემურ ჩხეიძე
გარდაიცვალა რეჟისორი თემურ ჩხეიძე
Sputnik საქართველო
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში თემურ ჩხეიძემ სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი დადგა 05.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-05T13:45+0400
2022-06-05T13:45+0400
2022-06-05T13:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24298/14/242981413_0:232:2814:1815_1920x0_80_0_0_0a8407a4b42cb0465354746713639f2c.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.ცნობილი რეჟისორის გარდაცვალების ფაქტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა.თემურ ჩხეიძემ 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1965-1967 წლებში მუშაობდა შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში. 1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980-1990 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1991 წლიდან იყო სანქტ-პეტერბურგის დიდი თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან – მთავარი რეჟისორი, 2007 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი.ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი. შესრულებული აქვს მთავარი როლი ფილმში „მშობლიურო ჩემო მიწავ“ (რაიკომის მდივანი). არის საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი.სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და მედალი. მათ შორისაა ილიას მედალი, რუსეთის ფედერაციის ღირსების ორდენი, საქართველოს სახალხო არტისტი საპატიო ნიშნის ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, საქართველოს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“ და სხვა. ამასთან მიღებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24298/14/242981413_42:0:2771:2047_1920x0_80_0_0_b62d8edd9eb790d9eefef041b14e3a31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარდაცვალება რეჟისორი თემურ ჩხეიძე
გარდაცვალება რეჟისორი თემურ ჩხეიძე
გარდაიცვალა რეჟისორი თემურ ჩხეიძე
13:45 05.06.2022 (განახლებულია: 13:58 05.06.2022) ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში თემურ ჩხეიძემ სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი დადგა
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.
ცნობილი რეჟისორის გარდაცვალების ფაქტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა.
„დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. ბოლო დღეებში, იმედით შევყურებდით განგებას და გვჯეროდა, რომ ეს არ მოხდებოდა. განუზომელია დანაკლისი, ამის შესახებ ბევრი ითქმება და დაიწერება“, — აღნიშნა წულუკიანმა.
თემურ ჩხეიძემ 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1965-1967 წლებში მუშაობდა შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში. 1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980-1990 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1991 წლიდან იყო სანქტ-პეტერბურგის დიდი თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან – მთავარი რეჟისორი, 2007 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი.
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი. შესრულებული აქვს მთავარი როლი ფილმში „მშობლიურო ჩემო მიწავ“ (რაიკომის მდივანი). არის საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი.
სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და მედალი. მათ შორისაა ილიას მედალი, რუსეთის ფედერაციის ღირსების ორდენი, საქართველოს სახალხო არტისტი საპატიო ნიშნის ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, საქართველოს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“ და სხვა. ამასთან მიღებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტული.