აზერბაიჯანში ავტობუსი სკოლის მოსწავლეებით ამოტრიალდა

© photo: Sputnik / Murad Orujovსასწრაფო დახმარება ბაქოში
სასწრაფო დახმარება ბაქოში - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2022
გამოწერა
დაშავებულები ადგილობრივ ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. აზერბაიჯანში სამგზავრო ავტობუსი ამობრუნდა. უბედური შემთხვევა შაქის რაიონში, მთიან ზონაში მოხდა.
Isuzu-ს მარკის ავტობუსი გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. შემთხვევის დროს ავტობუსში მძღოლის გარდა კიდევ 22 ადამიანი იმყოფებოდა - 16 მოსწავლე, 6 მასწავლებელი და მშობელი. ყველა მგზავრი სამუხის რაიონის მცხოვრებია, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
დაშავებულები შაქის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ყველა ახალი ამბავი
0