https://sputnik-georgia.com/20220605/amerikuli-himars-is-miwodeba-ukrainas-putunma-sapasuxo-zomebze-isaubra-267152551.html
ამერიკული HIMARS-ის მიწოდება უკრაინას - პუტინმა საპასუხო ზომებზე ისაუბრა
ამერიკული HIMARS-ის მიწოდება უკრაინას - პუტინმა საპასუხო ზომებზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უცხოური იარაღის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება უკავშირდება განადგურებული უკრაინული სამხედრო ტექნიკის შევსებას, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.
2022-06-05T14:31+0400
2022-06-05T14:31+0400
2022-06-05T14:31+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/12/266067508_0:272:3158:2048_1920x0_80_0_0_caf83bc8a848a47721b8d3eb29fb1abb.jpg
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი შორი მოქმედების რაკეტებს მიაწოდებს კიევს, რუსეთი გამოიტანს საკუთარ დასკვნებს იმ ობიექტებზე იერიშის მისატანად, რომლებზეც აქამდე დარტყმა არ მიუყენებია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.მანამდე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკვე შეთანხმებულია უკრაინისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების HIMARS-ის მიწოდება, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ იარაღს უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არ გამოიყენებს.რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების HIMARS-ის ახალი მიწოდება უკავშირდება განადგურებული უკრაინული სამხედრო ტექნიკის შევსებას, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.მან აღნიშნა, რომ რუსული „სპეცოპერაციის“ დაწყების დროს უკრაინის არმია ითვლიდა დაახლოებით 515 სარაკეტო სისტემას, საიდანაც 380 განადგურდა, ნაწილი აღადგინეს ან ამოიღეს მარაგებიდან, ახლა კიევი ფლობს ასეთი ტექნიკის დაახლოებით 360 ერთეულს.პუტინის თქმით, იმაში, რომ აშშ უკრაინას ზალპური ცეცხლის ახალ რეაქტიულ სისტემებს მიაწვდის, ახალი არაფერია. მისივე თქმით, საბჭოთა და რუსული წარმოების მსგავსი სისტემები, როგორიცაა „გრადი“, „სმერჩი“, „ურაგანი“, უკრაინის არმიას ისედაც გააჩნია.მან აღნიშნა, რომ რუსულ მხარეს აქვს გააზრებული, რომ იგეგმება 45-70 კმ სიშორის რაკეტების მიწოდება.„იგივე იყო იმ „გრადებთან“, „ურაგანებთან“ და „სმერჩებთან“ დაკავშირებით, რაც მე აღვნიშნე - მათ იგივე 40-70 კილომეტრის სიშორე გააჩნიათ, ახალი არაფერია“, - განაცხადა პუტინმა.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/12/266067508_108:0:2839:2048_1920x0_80_0_0_0656aac32640d0ff40cd60656fb1b582.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ამერიკა აშშ himars მიწოდება უკრაინა ვლადიმირ პუტინი საპასუხო ზომები
ამერიკა აშშ himars მიწოდება უკრაინა ვლადიმირ პუტინი საპასუხო ზომები
ამერიკული HIMARS-ის მიწოდება უკრაინას - პუტინმა საპასუხო ზომებზე ისაუბრა
რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უცხოური იარაღის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება უკავშირდება განადგურებული უკრაინული სამხედრო ტექნიკის შევსებას, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი შორი მოქმედების რაკეტებს მიაწოდებს კიევს, რუსეთი გამოიტანს საკუთარ დასკვნებს იმ ობიექტებზე იერიშის მისატანად, რომლებზეც აქამდე დარტყმა არ მიუყენებია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
მანამდე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკვე შეთანხმებულია უკრაინისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების HIMARS-ის მიწოდება, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ იარაღს უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არ გამოიყენებს.
„თუ მათი (HIMARS - რედ.) მიწოდება კიდევ და კიდევ გაგრძელდება, აქედან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ და გამოვიყენებთ ჩვენს საშუალებებს, რომელიც საკმარისად გვაქვს იმ ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად, რომლებზეც ჯერ იერიში არ მიგვიტანია“, – განაცხადა პუტინმა ინტერვიუში ტელეარხ Россия1-ის ეთერში.
რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების HIMARS-ის ახალი მიწოდება უკავშირდება განადგურებული უკრაინული სამხედრო ტექნიკის შევსებას, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.
მან აღნიშნა, რომ რუსული „სპეცოპერაციის“ დაწყების დროს უკრაინის არმია ითვლიდა დაახლოებით 515 სარაკეტო სისტემას, საიდანაც 380 განადგურდა, ნაწილი აღადგინეს ან ამოიღეს მარაგებიდან, ახლა კიევი ფლობს ასეთი ტექნიკის დაახლოებით 360 ერთეულს.
პუტინის თქმით, იმაში, რომ აშშ უკრაინას ზალპური ცეცხლის ახალ რეაქტიულ სისტემებს მიაწვდის, ახალი არაფერია. მისივე თქმით, საბჭოთა და რუსული წარმოების მსგავსი სისტემები, როგორიცაა „გრადი“, „სმერჩი“, „ურაგანი“, უკრაინის არმიას ისედაც გააჩნია.
მან აღნიშნა, რომ რუსულ მხარეს აქვს გააზრებული, რომ იგეგმება 45-70 კმ სიშორის რაკეტების მიწოდება.
„იგივე იყო იმ „გრადებთან“, „ურაგანებთან“ და „სმერჩებთან“ დაკავშირებით, რაც მე აღვნიშნე - მათ იგივე 40-70 კილომეტრის სიშორე გააჩნიათ, ახალი არაფერია“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.