https://sputnik-georgia.com/20220604/ucxouri-onvesticiebis-mozidvasi-diplomatebi-caertvebian-267144580.html
უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში დიპლომატები ჩაერთვებიან
უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში დიპლომატები ჩაერთვებიან
Sputnik საქართველო
საელჩოების გადამზადებული სპეციალისტები ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის წახალისების მიმართულებით იმუშავებენ
2022-06-04T22:37+0400
2022-06-04T22:37+0400
2023-11-04T14:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
აწარმოე საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249825274_0:42:1390:824_1920x0_80_0_0_d29660e012e6bc5de3cd1ae9926cb441.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროკავშირის დახმარებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში გადამზადდა საქართველოს საელჩოების 80-მდე წარმომადგენელი, ვინც ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის წახალისების მიმართულებით იმუშავებს, განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.პროგრამა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით, ევროკავშირის მხარდაჭერით, EBRD-ისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით განხორციელდა, საქართველოს საზღვარგარეთ მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გადამზადებას გულისხმობდა ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებში. სასწავლო კურსს ბრიტანული ორგანიზაცია ICPS-ის ექსპერტები უძღვებოდნენ.როგორც ხიდურელმა აღნიშნა, ეკონომიკური დიპლომატიის ტრენინგი არის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც დამატებით შესაძლებლობებს შექმნის ინვესტიციების და ექსპორტის კუთხით.მიხეილ ხიდურელის თქმით, სააგენტოს ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ვინაიდან საელჩოები წარმოადგენენ მნიშვნელოვან რგოლს ექსპორტის წახალისებასა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გადამზადნენ, გულისხმობს ინვესტიციების მოზიდვისთვის საჭირო ტრენინგებს, ექსპორტის წახალისების მიმართულებას, იმ კონკრეტულ უნარებს, რომლებიც საჭიროა ინვესტიციის მოზიდვის დროს.„მოხარული ვარ, რომ ჩვენი და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობა კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადავიდა და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ნაყოფიერ თანამშრომლობას, უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვის და ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანის კუთხით“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსიები და პრეზენტაციები, რის შემდეგაც გადამზადების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249825274_118:0:1273:866_1920x0_80_0_0_b2fb0b6913687d29e2d5f60fe7194326.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უცხოური ინვესტიციები მოზიდვა დიპლომატები გადამზადება ebrd
უცხოური ინვესტიციები მოზიდვა დიპლომატები გადამზადება ebrd
უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში დიპლომატები ჩაერთვებიან
22:37 04.06.2022 (განახლებულია: 14:55 04.11.2023) საელჩოების გადამზადებული სპეციალისტები ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის წახალისების მიმართულებით იმუშავებენ
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროკავშირის დახმარებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში გადამზადდა საქართველოს საელჩოების 80-მდე წარმომადგენელი, ვინც ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის წახალისების მიმართულებით იმუშავებს, განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
პროგრამა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით, ევროკავშირის მხარდაჭერით, EBRD-ისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით განხორციელდა, საქართველოს საზღვარგარეთ მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გადამზადებას გულისხმობდა ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებში. სასწავლო კურსს ბრიტანული ორგანიზაცია ICPS-ის ექსპერტები უძღვებოდნენ.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროკავშირის დახმარებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რომლის ფარგლებშიც შევქმენით სპეციალური პროგრამა და გადამზადდა საელჩოების 80-მდე წარმომადგენელი, ვინც ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის წახალისების მიმართულებით იმუშავებს“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
როგორც ხიდურელმა აღნიშნა, ეკონომიკური დიპლომატიის ტრენინგი არის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც დამატებით შესაძლებლობებს შექმნის ინვესტიციების და ექსპორტის კუთხით.
მიხეილ ხიდურელის თქმით, სააგენტოს ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ვინაიდან საელჩოები წარმოადგენენ მნიშვნელოვან რგოლს ექსპორტის წახალისებასა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.
პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გადამზადნენ, გულისხმობს ინვესტიციების მოზიდვისთვის საჭირო ტრენინგებს, ექსპორტის წახალისების მიმართულებას, იმ კონკრეტულ უნარებს, რომლებიც საჭიროა ინვესტიციის მოზიდვის დროს.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენი და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობა კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადავიდა და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ნაყოფიერ თანამშრომლობას, უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვის და ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანის კუთხით“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსიები და პრეზენტაციები, რის შემდეგაც გადამზადების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.