საქართველოში უზბეკი ტურ-ოპერატორები იმყოფებიან

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIტურისტი მშვიდობის ხიდზე
ტურისტი მშვიდობის ხიდზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2022
გამოწერა
უზბეკი ტურ-ოპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. უზბეკი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
თერთმეტი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი თბილისს ინფო-ტურის ფარგლებში ეწვია. ისინი დღეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„ეს დამატებითი შესაძლებლობაა, ტურისტული პროდუქტის სწორი ფორმირება მოვახდინოთ და პოზიციონირება გავუწიოთ უზბეკეთის ბაზარზე, ეს ავტომატურად ნიშნავს მეტ ვიზიტორს და ტურისტს ამ ქვეყნიდან საქართველოში“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
უზბეკური ტურისტული კომპანიის „ევრო ტურის“ გენერალური დირექტორის შუხრაჯონ ამიჯანოვის განცხადებით, მათი ვიზიტის მთავარი მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესწავლა და დაახლოება საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან.
„ჩვენ ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვეცა ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან და დღეს შევხვდით ქართველ ტურ-ოპერატორებს, მათთან გავცვალეთ ინფორმაცია. პანდემიის შემდეგ უზბეკეთში ძალიან ბევრი მოქალაქე დაინტერესებულია საქართველოში მოგზაურობით, რომ გაეცნოს თქვენს მშვენიერ ბუნებას, დააგემოვნონ ქართული კერძები და გაიცნონ ძალიან თბილი ქართველი ხალხი“, - განაცხადა შუხრაჯონ ამიჯანოვმა.
ტურის ფარგლებში უზბეკეთის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა მცხეთა, ბორჯომი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი მოინახულეს, დაათვალიერეს განთავსების ობიექტები და ტურისტული ინფრასტრუქტურა.
ინფო-ტურის მიზანია უზბეკი ტურ-ოპერატორებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობა და უზბეკეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა.
ყველა ახალი ამბავი
0