https://sputnik-georgia.com/20220604/saberznetsi-qartvelebi-isviati-monetis-qurdobistvis-daakaves-267143780.html
საბერძნეთში ქართველები იშვიათი მონეტის ქურდობისთვის დააკავეს
საბერძნეთში ქართველები იშვიათი მონეტის ქურდობისთვის დააკავეს
Sputnik საქართველო
საერთო ჯამში, ნაქურდალი 400 ათას ევროზე მეტი ღირებულების არის.
2022-06-04T21:14+0400
2022-06-04T21:14+0400
2022-06-04T21:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საბერძნეთი
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24860/16/248601663_576:415:2100:1272_1920x0_80_0_0_e7472819aea68a2bcd97841741d81918.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საბერძნეთში დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის იშვიათი, საკოლექციო მონეტა მოიპარეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.საუბარია უელსის პრინც ჩარლზის და პრინცესა დიანას სამეფო ქორწილის ამსახველ მონეტაზე.ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, ქართველი კრიმინალებისგან შემდგარ ჯგუფს ათენში არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. ისინი წინასწარი გეგმის მიხედვით არჩევდნენ სახლებს, საიდან ძვირფას ნივთებს და ფულს იპარავდნენ.საკოლექციო მონეტასთან ერთად პოლიციამ ამოიღო ოქროს და ვერცხლის სამკაულები, ელექტროტექნიკა, მობილური ტელეფონები და ფულადი თანხა.საერთო ჯამში, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მოპარული ნივთების ღირებულება 400 ათას ევროს აღემატება.ტელეკომპანიის ცნობით, დაკავებულების დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება გრძელდება.წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საქართველო
საბერძნეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24860/16/248601663_872:351:2100:1272_1920x0_80_0_0_04ee3e1a8680c5367d010eab066b2e28.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საბერძნეთი ქართველები იშვიათი მონეტა ქურდობა დაკავება პოლიცია ათენი
საბერძნეთი ქართველები იშვიათი მონეტა ქურდობა დაკავება პოლიცია ათენი
საბერძნეთში ქართველები იშვიათი მონეტის ქურდობისთვის დააკავეს
21:14 04.06.2022 (განახლებულია: 21:15 04.06.2022) საერთო ჯამში, ნაქურდალი 400 ათას ევროზე მეტი ღირებულების არის.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საბერძნეთში დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის იშვიათი, საკოლექციო მონეტა მოიპარეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საუბარია უელსის პრინც ჩარლზის და პრინცესა დიანას სამეფო ქორწილის ამსახველ მონეტაზე.
ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, ქართველი კრიმინალებისგან შემდგარ ჯგუფს ათენში არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. ისინი წინასწარი გეგმის მიხედვით არჩევდნენ სახლებს, საიდან ძვირფას ნივთებს და ფულს იპარავდნენ.
საკოლექციო მონეტასთან ერთად პოლიციამ ამოიღო ოქროს და ვერცხლის სამკაულები, ელექტროტექნიკა, მობილური ტელეფონები და ფულადი თანხა.
საერთო ჯამში, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მოპარული ნივთების ღირებულება 400 ათას ევროს აღემატება.
ტელეკომპანიის ცნობით, დაკავებულების დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება გრძელდება.