https://sputnik-georgia.com/20220604/qartuli-legenda-erisioni-axali-sou-programit-wardgeba-267137255.html
„ქართული ლეგენდა“: „ერისიონი“ ახალი შოუ-პროგრამით წარდგება
„ქართული ლეგენდა“: „ერისიონი“ ახალი შოუ-პროგრამით წარდგება
Sputnik საქართველო
ქორეოგრაფიულ და მუსიკალურ დადგმებზე ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი შერმადინ ჭკუასელი და მთავარი ქორეოგრაფი ეკა ჭკუასელი მუშაობდნენ.
2022-06-04T17:59+0400
2022-06-04T17:59+0400
2022-06-04T18:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24694/42/246944226_0:3:1100:622_1920x0_80_0_0_4a83f555382c6b5a7391101ecc5ca0fb.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი" 4-5 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) წარმოადგენს განახლებულ შოუ-პროგრამას „ქართული ლეგენდა“.„ქართული ლეგენდა“ მაყურებლისთვის ცნობილი პროგრამაა, რომელმაც 2002-2007 წლებში მსოფლიოში ფურორი მოახდინა.შოუს დადგმასა და მსოფლიოში მის პოპულარიზაციაში დიდი როლი შეასრულეს ჯემალ ჭკუასელმა და რევაზ ჭოხონელიძემ, რომელთა ხსოვნის პატივსაცემადაც შეიქმნა ახალი შოუ-პროგრამა. პროგრამის განახლებაზე იმუშავეს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმადინ ჭკუასელმა და მთავარმა ქორეოგრაფმა ეკა ჭკუასელმა.ანსამბლი „ერისიონი" 1885 წელს დაფუძნდა. ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსოფლიო პროექტია „ეთნოს" სტილში.ანსამბლში ასზე მეტი ნიჭიერი არტისტი არა მხოლოდ დახვეწილი აკრობატული ელემენტების გამოყენებით ცეკვავს, არამედ მღერიან პოლიფონიურ სიმღერებს უნიკალური ქართული ტრადიციების გამოყენებით. გარდა ამისა, მსოფლიოში „ერისიონის“ არტისტები იმ მცირერიცხოვანთა რიცხვში არიან, რომლებიც დაეუფლნენ „პოპ-პოინტის“ ტექნიკას – ცეკვის ხელოვნებას რბილი ტყავის ბალეტის ფეხსაცმელში.
საქართველო
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2022
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   „ქართული ლეგენდა“ „ერისიონი“ შოუ-პროგრამა ფილარმონია
„ქართული ლეგენდა“ „ერისიონი“ შოუ-პროგრამა ფილარმონია
„ქართული ლეგენდა“: „ერისიონი“ ახალი შოუ-პროგრამით წარდგება
17:59 04.06.2022  (განახლებულია: 18:00 04.06.2022) წარმოდგენაში ჩართული იქნება ახალი ქორეოგრაფიული და მუსიკალური დადგმები, რომლებზეც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი შერმადინ ჭკუასელი და მთავარი ქორეოგრაფი ეკა ჭკუასელი მუშაობდნენ.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი" 4-5 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) წარმოადგენს განახლებულ შოუ-პროგრამას „ქართული ლეგენდა“.
„ქართული ლეგენდა“ მაყურებლისთვის ცნობილი პროგრამაა, რომელმაც 2002-2007 წლებში მსოფლიოში ფურორი მოახდინა.
შოუს დადგმასა და მსოფლიოში მის პოპულარიზაციაში დიდი როლი შეასრულეს ჯემალ ჭკუასელმა და რევაზ ჭოხონელიძემ, რომელთა ხსოვნის პატივსაცემადაც შეიქმნა ახალი შოუ-პროგრამა. პროგრამის განახლებაზე იმუშავეს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმადინ ჭკუასელმა და მთავარმა ქორეოგრაფმა ეკა ჭკუასელმა.
ანსამბლი „ერისიონი" 1885 წელს დაფუძნდა. ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსოფლიო პროექტია „ეთნოს" სტილში.
ანსამბლში ასზე მეტი ნიჭიერი არტისტი არა მხოლოდ დახვეწილი აკრობატული ელემენტების გამოყენებით ცეკვავს, არამედ მღერიან პოლიფონიურ სიმღერებს უნიკალური ქართული ტრადიციების გამოყენებით. გარდა ამისა, მსოფლიოში „ერისიონის“ არტისტები იმ მცირერიცხოვანთა რიცხვში არიან, რომლებიც დაეუფლნენ „პოპ-პოინტის“ ტექნიკას – ცეკვის ხელოვნებას რბილი ტყავის ბალეტის ფეხსაცმელში.