https://sputnik-georgia.com/20220604/mecnierebis-popularizatori-ilia-kolmanovski-tbilissi-leqciebs-waikitxavs-267135490.html
მეცნიერების პოპულარიზატორი ილია კოლმანოვსკი თბილისში ლექციებს წაიკითხავს
მეცნიერების პოპულარიზატორი ილია კოლმანოვსკი თბილისში ლექციებს წაიკითხავს
Sputnik საქართველო
თბილისში წარდგება „გამტარი“ რთულ ინფორმაციასა და ადამიანის ტვინს შორის
2022-06-04T16:17+0400
2022-06-04T16:17+0400
2022-06-04T16:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/03/267108879_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_7a5d553f510c28051e2b76ebd6eb3776.jpg
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. მეცნიერების ცნობილი რუსი პოპულარიზატორი, ჟურნალისტი, კრეატიული საგანმანათლებლო პროექტებისა და ინტერაქტიული ექსკურსიების ავტორი ილია კოლმანოვსკი 4 და 6 ივნისს თბილისში ლექციებს წაიკითხავს.ლექციები აბაშიძის ქუჩაზე 36 ნომერში მდებარე ბიზნეს-ცენტრ „ტერმინალში“ 19:00 საათზე გაიმართება. ბილეთები ვებგვერდ tkt.ge-ზე იყიდება.„რთულ ინფორმაციასა და ადამიანის ტვინს შორის „გამტარი“, რომელიც მოსაწყენმა ლექციებმა და გაკვეთილებმა დაღალა“ - ასე წარუდგინეს მეცნიერი ქართველ აუდიტორიას. საქართველოს დედაქალაქში კოლმანოვსკი თავის ლექციებს ზრდასრულ ადამიანებს და მოზარდებს მიუძღვნის.გარდა ამისა, ღონისძიებაზე მოსული სტუმრები ისწავლიან თანამშრომლობას ამ რთულ სამყაროში, გაარკვევენ, რა პირობებია საჭირო დიდი და მნიშვნელოვანი ამოცანების გადასაჭრელად, რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ არ გაამახვილონ ყურადღება ცუდზე და მრავალი სხვა.ილია კოლმანოვსკი დაიბადა მოსკოვში ბავშვთა ფსიქოლოგისა და მოლეკულური ბიოლოგის, ალექსანდრე კოლმანოვსკის ოჯახში. ის არის ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, რედაქტორი, ჟურნალისტი და შოუს წამყვანი. ავტორია საბავშვო სასწავლო სახელმძღვანელოების, წიგნებისა და აუდიო ლექციების.წყარო - tkt.ge
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/03/267108879_200:0:1907:1280_1920x0_80_0_0_2c2219d3164879d8054f9fa0faef6136.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეცნიერება პოპულარიზატორი ილია კოლმანოვსკი თბილისი ლექციები
მეცნიერება პოპულარიზატორი ილია კოლმანოვსკი თბილისი ლექციები
მეცნიერების პოპულარიზატორი ილია კოლმანოვსკი თბილისში ლექციებს წაიკითხავს
16:17 04.06.2022 (განახლებულია: 16:18 04.06.2022) თბილისში წარდგება „გამტარი“ რთულ ინფორმაციასა და ადამიანის ტვინს შორის
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. მეცნიერების ცნობილი რუსი პოპულარიზატორი, ჟურნალისტი, კრეატიული საგანმანათლებლო პროექტებისა და ინტერაქტიული ექსკურსიების ავტორი ილია კოლმანოვსკი 4 და 6 ივნისს თბილისში ლექციებს წაიკითხავს.
ლექციები აბაშიძის ქუჩაზე 36 ნომერში მდებარე ბიზნეს-ცენტრ „ტერმინალში“ 19:00 საათზე გაიმართება. ბილეთები ვებგვერდ tkt.ge-ზე იყიდება.
„რთულ ინფორმაციასა და ადამიანის ტვინს შორის „გამტარი“, რომელიც მოსაწყენმა ლექციებმა და გაკვეთილებმა დაღალა“ - ასე წარუდგინეს მეცნიერი ქართველ აუდიტორიას. საქართველოს დედაქალაქში კოლმანოვსკი თავის ლექციებს ზრდასრულ ადამიანებს და მოზარდებს მიუძღვნის.
„ილია ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ ხდება დღეს კიბოზე გამარჯვება, კიბორგების შექმნა, გენმოდიფიცირებული ცხოველების ორგანოების გადანერგვა ადამიანებზე და მინი ტვინების კულტივაცია ლაბორატორიაში, რა როლს თამაშობს ეს აღმოჩენები რიგითი ადამიანის ცხოვრებაში. და პირიქით, რა როლს ასრულებენ რიგითი ადამიანები პროგრესის განხორციელებაში“, - ნათქვამია ლექციების ანონსში.
გარდა ამისა, ღონისძიებაზე მოსული სტუმრები ისწავლიან თანამშრომლობას ამ რთულ სამყაროში, გაარკვევენ, რა პირობებია საჭირო დიდი და მნიშვნელოვანი ამოცანების გადასაჭრელად, რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ არ გაამახვილონ ყურადღება ცუდზე და მრავალი სხვა.
ილია კოლმანოვსკი დაიბადა მოსკოვში ბავშვთა ფსიქოლოგისა და მოლეკულური ბიოლოგის, ალექსანდრე კოლმანოვსკის ოჯახში. ის არის ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, რედაქტორი, ჟურნალისტი და შოუს წამყვანი. ავტორია საბავშვო სასწავლო სახელმძღვანელოების, წიგნებისა და აუდიო ლექციების.