კენკრა, ბოსტნეული, საბუთების გაციფრულება: რა სამუშაოებს ასრულებენ პატიმრები საქართველოში

© photo: Sputnik / Olga Kiknavelidzeრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2022
გამოწერა
პატიმრები ციხეებში სოფლის მეურნეობის გარდა, სხვა საქმიანობასაც ეწევიან
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოს ციხეებში აქტიურად მოქმედებს პატიმართა დასაქმების პროგრამები, რომელთა წყალობითაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს ფულის გამომუშავება შეუძლიათ, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის ზოგიერთ ციხეში უკვე ფუნქციონირებს სპეციალური მეურნეობები, სადაც პატიმრები გარკვეულ პროდუქციას აწარმოებენ.
© AP Photo / Matilde Campodonicoციხე
Тюрьма, фото из архива - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2022
ციხე
მაგალითად, გლდანის ციხის ტერიტორიაზე მოჰყავთ ჟოლო, მარწყვი და გოგრა, ხოლო მე-5 და მე-16 დაწესებულებებში ყვავილების გაშენებით არიან დაკავებულები. თუმცა, სოფლის მეურნეობა არ არის პატიმრებისთვის ფულის გამომუშავების ერთადერთი საშუალება.
გლდანის ციხეში პატიმრები 300 ლარის სანაცვლოდ არქივში შენახული გარდაცვალების მოწმობების გაციფრულებას ახდენენ. მე-16 ციხეში კი ადმინისტრაცია ხის ნაკეთობათა საწარმოს გახსნას გეგმავს.
ხელისუფლება 2022 წლის მეორე კვარტალში ონლაინ მაღაზიის მუშაობის განახლებას გეგმავს, სადაც მსურველებს ქართველი პატიმრების ხელნაკეთი ნივთების შეძენა შეუძლიათ. ანგარიშის მიხედვით, საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის სურვილი უკვე 100-მდე მსჯავრდებულმა გამოთქვა.
პატიმრებს უფლება აქვთ მიღებული ხელფასი თავად დახარჯონ ციხის მაღაზიებში ან გაუგზავნონ ოჯახებს. ხელფასი მათ ბარათზე ერიცხებათ. ადმინისტრაცია ციხის მაღაზიაში განხორციელებულ ხარჯებს მკაცრად აკონტროლებს.
ყველა ახალი ამბავი
0