https://sputnik-georgia.com/20220604/hotel-stamba-qeti-meluam-axali-singli-gamousva-video-267144979.html
Hotel Stamba: ქეთი მელუამ ახალი სინგლი გამოუშვა - ვიდეო
Hotel Stamba: ქეთი მელუამ ახალი სინგლი გამოუშვა - ვიდეო
Sputnik საქართველო
გრძნობები, ბუნება, სივრცე და ადამიანი - მელუამ ახალი შესანიშნავი სიმღერა გამოუშვა
2022-06-04T23:19+0400
2022-06-04T23:19+0400
2023-08-17T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სიამაყე
კულტურა საქართველოში
დიდი ბრიტანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/07/249157175_0:0:3189:1793_1920x0_80_0_0_505bf116f92483c315d46bd6b0227331.jpg
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ გამოუშვა ახალი სიმღერა სახელწოდებით Hotel Stamba, რომელიც მევიოლინე, კომპოზიტორ და პროდიუსერ საიმონ გოფთან (Simon Goff) თანამშრომლობით ჩაწერა.კომპოზიცია Hotel Stamba, ისევე როგორც ახალი ალბომის დანარჩენი ხუთი სიმღერა, იკვლევს სივრცეებს და იმას, თუ რას აგრძნობინებს ისინი ადამიანებს. ვიდეოკლიპზე იმუშავა საიმონ უაითჰედმა (Simon Whitehead).„სიმღერის ტრადიციული დაწერისგან განსხვავებით, რასაც დღესაც ვაღმერთებ, ჩვენ ნამდვილად გვსურდა შეგვესწავლა დიზაინისა და არქიტექტურის გრანდიოზული მასშტაბები და არა მხოლოდ ადამიანური მასშტაბი. მე შთამაგონა თბილისში ჩემმა ერთ-ერთმა ყველაზე საყვარელმა ადგილმა, რომლის დიზაინიც ძალიან გააზრებულია და ძლიერად მოქმედებს ადამიანის სულზე. ჩვენ ასევე გვინდოდა, რომ მსმენელი ჩაძირულიყო გრძნობებში, ხოლო სიუჟეტი მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი ყოფილიყო“, - ნათქვამია მელუას ოფიციალურ ვებგვერდზე.შემსრულებელი აღიარებს, რომ ძალიან ამაყობს თავისი ახალი ქმნილებით.„ძალიან ვამაყობ ამ სიმღერის გამოშვებით. მოუთმენლად ველოდები იმ დროს, როდესაც თქვენ მას მოუსმენთ", - ამბობს ის. სხვათა შორის, კომპოზიციამ უკვე მოახდინა მსმენელზე შთაბეჭდილება და უამრავი აღფრთოვანებული კომენტარი დაიმსახურა.„ეძღვნება იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ და რას ვეკუთვნით. ჩემთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმღერა, რაც კი ოდესმე გამოუშვით. მომწონს, რომ თქვენ იპოვეთ ღრმა თემები მუსიკის შესაქმნელად, „სიყვარულის პროპაგანდის" გარდა, რაზეც შემსრულებლების უმეტესობა მღერის“, - წერს ქეთის ერთ-ერთი გამომწერი Melobeats.„ჩვენ უფრო მეტად უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას. გმადლობთ, ქეთი, ამ წმინდა სიხარულისთვის, თქვენი ახალი სიმღერისთვის კლასიკურ ინსტრუმენტთან ერთად", - უხდის მადლობას მომღერალს Chris Aw.ქეთი მელუას ახალი ალბომი სახელწოდებით Aerial Objects სავარაუდოდ 2022 წლის 15 ივლისს გამოვა.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/07/249157175_100:0:2831:2048_1920x0_80_0_0_89d636ca0edc4bd81d1998290f832dd1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
hotel stamba ქეთი მელუა ახალი სინგლი ვიდეო
hotel stamba ქეთი მელუა ახალი სინგლი ვიდეო
Hotel Stamba: ქეთი მელუამ ახალი სინგლი გამოუშვა - ვიდეო
23:19 04.06.2022 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) გრძნობები, ბუნება, სივრცე და ადამიანი - მელუამ ახალი შესანიშნავი სიმღერა გამოუშვა
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ გამოუშვა ახალი სიმღერა სახელწოდებით Hotel Stamba, რომელიც მევიოლინე, კომპოზიტორ და პროდიუსერ საიმონ გოფთან (Simon Goff) თანამშრომლობით ჩაწერა.
კომპოზიცია Hotel Stamba, ისევე როგორც ახალი ალბომის დანარჩენი ხუთი სიმღერა, იკვლევს სივრცეებს და იმას, თუ რას აგრძნობინებს ისინი ადამიანებს. ვიდეოკლიპზე იმუშავა საიმონ უაითჰედმა (Simon Whitehead).
„სიმღერის ტრადიციული დაწერისგან განსხვავებით, რასაც დღესაც ვაღმერთებ, ჩვენ ნამდვილად გვსურდა შეგვესწავლა დიზაინისა და არქიტექტურის გრანდიოზული მასშტაბები და არა მხოლოდ ადამიანური მასშტაბი. მე შთამაგონა თბილისში ჩემმა ერთ-ერთმა ყველაზე საყვარელმა ადგილმა, რომლის დიზაინიც ძალიან გააზრებულია და ძლიერად მოქმედებს ადამიანის სულზე. ჩვენ ასევე გვინდოდა, რომ მსმენელი ჩაძირულიყო გრძნობებში, ხოლო სიუჟეტი მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი ყოფილიყო“, - ნათქვამია მელუას ოფიციალურ ვებგვერდზე.
შემსრულებელი აღიარებს, რომ ძალიან ამაყობს თავისი ახალი ქმნილებით.
„ძალიან ვამაყობ ამ სიმღერის გამოშვებით. მოუთმენლად ველოდები იმ დროს, როდესაც თქვენ მას მოუსმენთ", - ამბობს ის. სხვათა შორის, კომპოზიციამ უკვე მოახდინა მსმენელზე შთაბეჭდილება და უამრავი აღფრთოვანებული კომენტარი დაიმსახურა.
„ეძღვნება იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ და რას ვეკუთვნით. ჩემთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმღერა, რაც კი ოდესმე გამოუშვით. მომწონს, რომ თქვენ იპოვეთ ღრმა თემები მუსიკის შესაქმნელად, „სიყვარულის პროპაგანდის" გარდა, რაზეც შემსრულებლების უმეტესობა მღერის“, - წერს ქეთის ერთ-ერთი გამომწერი Melobeats.
„ჩვენ უფრო მეტად უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას. გმადლობთ, ქეთი, ამ წმინდა სიხარულისთვის, თქვენი ახალი სიმღერისთვის კლასიკურ ინსტრუმენტთან ერთად", - უხდის მადლობას მომღერალს Chris Aw.
ქეთი მელუას ახალი ალბომი სახელწოდებით Aerial Objects სავარაუდოდ 2022 წლის 15 ივლისს გამოვა.