https://sputnik-georgia.com/20220604/bestseleri-ikigais-avtori-fransesk-moralesi-saqartvelos-ewveva-267143324.html
ბესტსელერი „იკიგაის“ ავტორი ფრანსესკ მირალესი საქართველოს ეწვევა
ბესტსელერი „იკიგაის“ ავტორი ფრანსესკ მირალესი საქართველოს ეწვევა
Sputnik საქართველო
მაისში თბილისში გამოიცა წიგნი ქართულ თარგმანში „იკიგაი: ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლო“
2022-06-04T20:19+0400
2022-06-04T20:19+0400
2022-06-04T20:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/03/267099656_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_70defaa0a669c019c68112d8c4ea572c.jpg
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ბესტსელერის „იკიგაი: ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლო“ ავტორი, კატალონიელი მწერალი, ესეისტი, მთარგმნელი და მუსიკოსი ფრანსესკ მირალესი (Francesc Miralles) თბილისს 14 ივნისს ეწვევა და ქართველ მკითხველს შეხვდება.მირალესის თანაავტორობით შექმნილი ნამუშევრის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. საქართველოც არ ჩამორჩა - წიგნი ქართულად თარგმნეს და გამომცემლობამ „პალიტრა L“ 2022 წლის მაისიდან ის ხელმისაწვდომი გახადა.იკიგაი - ეს არის იაპონური ფილოსოფია, რომლის დახმარებით ადამიანი ყოველდღიურ საქმეებში კმაყოფილებას, სიხარულს და გააზრებას პოულობს, შესაბამისად ის სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს. იკიგაი ეხმარება ადამიანს აზრების დალაგებაში, გარე სამყაროს სილამაზის აღქმაში, მოიპოვოს სიხარული წვრილმანებში, იგრძნოს ჰარმონია და სულიერი სიმშვიდე.„თუ ადამიანი ახერხებს თავისი ჭეშმარიტი დანიშნულების პოვნას, მისი ცხოვრება ივსება სიხარულით, ენერგიითა და ჰარმონიით, ხოლო მისი ხარისხი და ხანგრძლივობა იზრდება. იაპონიის სოფელ ოჰიმიში (ოკინავა) უხუცესთა დასახლების აღმოჩენის შემდეგ, ავტორები იქ გაემგზავრნენ მათი ჯანმრთელობისა და კარგი განწყობის საიდუმლოებების ამოსახსნელად. პასუხი კი მარტივი აღმოჩნდა: ჯანსაღი კვებისა და ოპტიმალური დღის რეჟიმის გარდა, სოფლის თითოეულ მცხოვრებს საკუთარი იკიგაი გააჩნდა. წიგნის ავტორები მკითხველს მისი პოვნის გზებს უზიარებენ“, - ნათქვამია წიგნის აღწერაში.მწერალთან შეხვედრა თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ 19:00 საათზე გაიმართება. დასწრება ფასიანია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/03/267099656_31:0:1851:1365_1920x0_80_0_0_669ddbe2a219991c11f89945d3d4c56a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბესტსელერი „იკიგაი“ ავტორი ფრანსესკ მირალესი საქართველო ვიზიტი შეხვედრა მკითხველი ბილტმორი
ბესტსელერი „იკიგაი“ ავტორი ფრანსესკ მირალესი საქართველო ვიზიტი შეხვედრა მკითხველი ბილტმორი
ბესტსელერი „იკიგაის“ ავტორი ფრანსესკ მირალესი საქართველოს ეწვევა
20:19 04.06.2022 (განახლებულია: 20:21 04.06.2022) მაისში თბილისში გამოიცა წიგნი ქართულ თარგმანში „იკიგაი: ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლო“
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ბესტსელერის „იკიგაი: ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლო“ ავტორი, კატალონიელი მწერალი, ესეისტი, მთარგმნელი და მუსიკოსი ფრანსესკ მირალესი (Francesc Miralles) თბილისს 14 ივნისს ეწვევა და ქართველ მკითხველს შეხვდება.
მირალესის თანაავტორობით შექმნილი ნამუშევრის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. საქართველოც არ ჩამორჩა - წიგნი ქართულად თარგმნეს და გამომცემლობამ „პალიტრა L“ 2022 წლის მაისიდან ის ხელმისაწვდომი გახადა.
იკიგაი - ეს არის იაპონური ფილოსოფია, რომლის დახმარებით ადამიანი ყოველდღიურ საქმეებში კმაყოფილებას, სიხარულს და გააზრებას პოულობს, შესაბამისად ის სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს. იკიგაი ეხმარება ადამიანს აზრების დალაგებაში, გარე სამყაროს სილამაზის აღქმაში, მოიპოვოს სიხარული წვრილმანებში, იგრძნოს ჰარმონია და სულიერი სიმშვიდე.
„თუ ადამიანი ახერხებს თავისი ჭეშმარიტი დანიშნულების პოვნას, მისი ცხოვრება ივსება სიხარულით, ენერგიითა და ჰარმონიით, ხოლო მისი ხარისხი და ხანგრძლივობა იზრდება. იაპონიის სოფელ ოჰიმიში (ოკინავა) უხუცესთა დასახლების აღმოჩენის შემდეგ, ავტორები იქ გაემგზავრნენ მათი ჯანმრთელობისა და კარგი განწყობის საიდუმლოებების ამოსახსნელად. პასუხი კი მარტივი აღმოჩნდა: ჯანსაღი კვებისა და ოპტიმალური დღის რეჟიმის გარდა, სოფლის თითოეულ მცხოვრებს საკუთარი იკიგაი გააჩნდა. წიგნის ავტორები მკითხველს მისი პოვნის გზებს უზიარებენ“, - ნათქვამია წიგნის აღწერაში.
მწერალთან შეხვედრა თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ 19:00 საათზე გაიმართება. დასწრება ფასიანია.