რუსეთი მზადაა დაიწყოს ხორბლის მიწოდება: ზახაროვამ პირობა დაასახელა

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. რუსეთი მზადაა დაიწყოს მარცვლეულის მიწოდება მათთვის, ვისაც ეს სჭირდება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, ამისთვის საჭიროა, რომ დასავლეთმა მოხსნას ის სანქციები, რომლებიც გავლენას ახდენს მსგავს მიწოდებებზე.

„რუსეთი მზადაა მიაწოდოს თავისი მარცვლეული ყველა გაჭირვებულ ქვეყანას. თუ აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს ნამდვილად სურთ, გადაწყვიტონ მსოფლიო შიმშილის პრობლემა, რაზეც ამდენს ლაპარაკობენ, უნდა გააუქმონ შესაბამისი რესტრიქციები, და მაშინ ყველა, ვისაც ეს სჭირდება, შეძლებს მარცვლეულის მიღებას“, — განაცხადა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.

მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის პრობლემებში. ამ დროის მონაცემებით, უკრაინის პორტებში 20 მილიონი ტონა ხორბლია ბლოკირებული. როგორც კრემლში აცხადებენ, რუსეთი ხელს არ უშლის უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, ხოლო მოსალოდნელი სასურსათო კრიზისი დაკავშირებულია რუსეთის წინააღმდეგ „აბსოლუტურად უკანონო“ სანქციების შემოღებასთან და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის პორტების დანაღმვასთან.
უკრაინაში რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციამ“ მსოფლიოში მარცვლეულისა და მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებლის ფაქტობრივი იზოლაცია და უკრაინიდან სურსათის მიწოდების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია. მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსების აზრით, ამ პროცესების შედეგად 2022 წელს სურსათზე ფასები თითქმის 23%-ით გაიზრდება. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა სვენია შულზემ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოში პოტენციური მასობრივი შიმშილის ერთ-ერთი მიზეზი უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0