https://sputnik-georgia.com/20220603/tbilissi-aleqsandre-qartvelis-gamofena-ixsneba-267113129.html
თბილისში ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
თბილისში ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
Sputnik საქართველო
ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) ქართული წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ავიაკონსტრუქტორი იყო. 03.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-03T18:49+0400
2022-06-03T18:49+0400
2022-06-03T23:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264344335_0:49:3468:2000_1920x0_80_0_0_6d299ca0e8d72c236f7b0a63594ab309.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) პატივსაცემად 3 ივნისს თბილისში, „საქართველოს უნივერსიტეტში" (The University Of Georgia) გამოფენა გაიხსნა.ექსპოზიცია მრავალწლიანი პროგრამის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს STEM–განათლების პოპულარიზაციას სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებში. უნივერსიტეტი ალექსანდრე ქართველის ასოციაციასთან და UG Limes-თან პარტნიორობით უზრუნველყოფს საგანმანათლებლო რესურსებს საქართველოში და საგანმანათლებლო და ტრენინგ-პროგრამებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.ალექსანდრე ქართველი 1896 წელს თბილისში დაიბადა. 1920-იანი წლების დასაწყისში ის ემიგრაციაში წავიდა ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში, რათა აესრულებინა ოცნება და აეგო თვითმფრინავები.ალექსანდრე ქართველს ეკუთვნის P-47 Thunderbolt თვითმფრინავის დიზაინი, რომელსაც აშშ მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდა, ასევე F-84, რომელსაც ნატოს ძალები კორეის ომის დროს მოიხმარდნენ, ასევე F-105, რომელსაც აშშ ვიეტნამის კონფლიქტის დროს იყენებდა.თუმცა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს თვითმფრინავი A-10 Warthog, რომელიც აშშ-ის საჰაერო ძალების სამსახურში დღემდე რჩება და უკვე 50 წელია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ავიაციის მხარდაჭერაში.ალექსანდრე ქართველი ასევე თანამშრომლობდა NASA-სთან, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზებგერითი თვითმფრინავების ძრავების დიზაინსა და განვითარებაში.გამოფენის ფარგლებში მსურველებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა ტიპის საინჟინრო პროექტი საკუთარი ხელით შექმნან და მათი დანიშნულება ადგილზევე შეისწავლონ. გარდა ამისა, რამდენიმე საბავშვო გუნდი მონაწილეობას მიიღებს „რობოტების კონკურსში", რომელიც უნივერსიტეტის შენობის ტერიტორიაზე გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264344335_369:0:3100:2048_1920x0_80_0_0_456c86bcc917eeb5626d43d152fdfeee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისში ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
18:49 03.06.2022 (განახლებულია: 23:35 03.06.2022) ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) ქართული წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ავიაკონსტრუქტორი იყო.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) პატივსაცემად 3 ივნისს თბილისში, „საქართველოს უნივერსიტეტში" (The University Of Georgia) გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიცია მრავალწლიანი პროგრამის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს STEM–განათლების პოპულარიზაციას სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებში. უნივერსიტეტი ალექსანდრე ქართველის ასოციაციასთან და UG Limes-თან პარტნიორობით უზრუნველყოფს საგანმანათლებლო რესურსებს საქართველოში და საგანმანათლებლო და ტრენინგ-პროგრამებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ალექსანდრე ქართველი 1896 წელს თბილისში დაიბადა. 1920-იანი წლების დასაწყისში ის ემიგრაციაში წავიდა ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში, რათა აესრულებინა ოცნება და აეგო თვითმფრინავები.
ალექსანდრე ქართველს ეკუთვნის P-47 Thunderbolt თვითმფრინავის დიზაინი, რომელსაც აშშ მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდა, ასევე F-84, რომელსაც ნატოს ძალები კორეის ომის დროს მოიხმარდნენ, ასევე F-105, რომელსაც აშშ ვიეტნამის კონფლიქტის დროს იყენებდა.
თუმცა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს თვითმფრინავი A-10 Warthog, რომელიც აშშ-ის საჰაერო ძალების სამსახურში დღემდე რჩება და უკვე 50 წელია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ავიაციის მხარდაჭერაში.
ალექსანდრე ქართველი ასევე თანამშრომლობდა NASA-სთან, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზებგერითი თვითმფრინავების ძრავების დიზაინსა და განვითარებაში.
გამოფენის ფარგლებში მსურველებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა ტიპის საინჟინრო პროექტი საკუთარი ხელით შექმნან და მათი დანიშნულება ადგილზევე შეისწავლონ. გარდა ამისა, რამდენიმე საბავშვო გუნდი მონაწილეობას მიიღებს „რობოტების კონკურსში", რომელიც უნივერსიტეტის შენობის ტერიტორიაზე გაიმართება.