https://sputnik-georgia.com/20220603/swori-da-araswori-dro-ar-arsebobs-mdinaraze-267101982.html
სამართალწარმოებაში არასწორი და სწორი დრო არ არსებობს - მდინარაძე გვარამიაზე
სამართალწარმოებაში არასწორი და სწორი დრო არ არსებობს - მდინარაძე გვარამიაზე
Sputnik საქართველო
მდინარაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ხან არჩევნებია, ხან ევროკავშირთან დაკავშირებული გამოწვევებია და „არასწორი დრო“ სულ იქნება. 03.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-03T14:29+0400
2022-06-03T14:29+0400
2022-06-03T20:42+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24766/19/247661972_31:0:1350:742_1920x0_80_0_0_b64d279d0a13a9dc040bf7bb79f45543.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ისეთი ცნებების დანერგვა, როგორიცაა სწორი ან არასწორი დრო განაჩენის გამოსატანად, სასამართლოს მუშაობაში პოლიტიკური ჩარევა იქნება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის განცხადების კომენტარის პასუხად.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განაჩენი შეიძლება გადადებულიყო. მან თავი შეიკავა თავად სასამართლო გადაწყვეტილების შეფასებისგან, მაგრამ აღნიშნა, რომ ის არადროული იყო, რადგან საქართველო ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.მისი თქმით, თუ მთავრობა სასამართლოსთან ან პროკურატურასთან დაამყარებს კონტაქტს სტილში „იცი რა, შენი ჭირიმე, ახლა არასწორი დროა და, მოდი, გადაწყვეტილება ჯერ არ გამოიტანო" – ეს პოლიტიკური ჩარევა იქნება.„ამ ქვეყანაში სულ არასწორი დრო იქნება მაშინ, ხან არჩევნებია, ხან ევროკავშირთან დაკავშირებული გამოწვევებია", – აღნიშნა მდინარაძემ.სხვანაირად შეიძლებოდა: საქართველოს პრეზიდენტი მმართველი პარტიით უკმაყოფილოა>>თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24766/19/247661972_196:0:1185:742_1920x0_80_0_0_4104869399da7cc2e1a5d9021ad325c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პრეზიდენტი
სამართალწარმოებაში არასწორი და სწორი დრო არ არსებობს - მდინარაძე გვარამიაზე
14:29 03.06.2022 (განახლებულია: 20:42 03.06.2022) მდინარაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ხან არჩევნებია, ხან ევროკავშირთან დაკავშირებული გამოწვევებია და „არასწორი დრო“ სულ იქნება.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ისეთი ცნებების დანერგვა, როგორიცაა სწორი ან არასწორი დრო განაჩენის გამოსატანად, სასამართლოს მუშაობაში პოლიტიკური ჩარევა იქნება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის განცხადების კომენტარის პასუხად.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განაჩენი შეიძლება გადადებულიყო. მან თავი შეიკავა თავად სასამართლო გადაწყვეტილების შეფასებისგან, მაგრამ აღნიშნა, რომ ის არადროული იყო, რადგან საქართველო ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
„სამართალწარმოებაში არასწორი და სწორი დრო არ არსებობს. შევეკამათები, გინდათ, პრეზიდენტს, გინდათ, იმ ადამიანებს, ვინც იმას არ კადრულობენ, რასაც „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები, და შედარებით კონსტრუქციულად და ადამიანურად აწარმოებენ პოლიტიკას", – განაცხადა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მისი თქმით, თუ მთავრობა სასამართლოსთან ან პროკურატურასთან დაამყარებს კონტაქტს სტილში „იცი რა, შენი ჭირიმე, ახლა არასწორი დროა და, მოდი, გადაწყვეტილება ჯერ არ გამოიტანო" – ეს პოლიტიკური ჩარევა იქნება.
„ამ ქვეყანაში სულ არასწორი დრო იქნება მაშინ, ხან არჩევნებია, ხან ევროკავშირთან დაკავშირებული გამოწვევებია", – აღნიშნა მდინარაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.