საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსარფის საბაჟო
სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
ბრალდებულები სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადასვლას ცდილობდნენ.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს, აქედან ერთი აზერბაიჯანის, ორი კი თურქეთის მოქალაქეა. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ბრალდებულები სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეები საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კირნათის" დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს.
საქმეზე გამოძიება სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0