საქართველო IT მიმართულების განვითარებას და ათასობით სპეციალისტის მომზადებას გეგმავს

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიქსელური დანადგარები სასერვეროში
ქსელური დანადგარები სასერვეროში - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
საქართველოში უახლოეს ათ წელიწადში ციფრული ჰაბის შექმნა მთავრობის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს.
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება საინფორმაციო ტექნოლოგიების 45 პოპულარულ მიმართულებაში 3000 მოქალაქის გადამზადების დასრულებას 2023 წლისთვის გეგმავს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში უკვე გადამზადდა 1,4 ათასი ადამიანი, მათ შორის 855 პირი – 2022 წელს.
მთავრობის განცხადებით, გადამზადება, სპეციალური ტრენინგების გარდა, მოიცავს დამატებით კურსებს პროდუქტის მენეჯმენტსა და ფრილანსში.
საქართველოში უახლოეს ათ წელიწადში ციფრული ჰაბის შექმნა მთავრობის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს. ციფრული ჰაბი გულისხმობს DATA ცენტრის შექმნას, რომელიც ფაქტობრივად მთელ რეგიონს მოემსახურება.
მანამდე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა კახა ბექაურმა განაცხადა, რომ საქართველოს ყველა პერსპექტივა აქვს იმისთვის, რათა ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Amazon, Google, Microsoft, Netflix, ქვეყანაში თავისი მონაცემთა ცენტრები განათავსონ.
ყველა ახალი ამბავი
0