https://sputnik-georgia.com/20220603/saakashvili-samedicino-eqspertizis-chatarebamde-piribebs-ayenebs-267124164.html
სააკაშვილი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებამდე პირობებს აყენებს
სააკაშვილი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებამდე პირობებს აყენებს
Sputnik საქართველო
სააკაშვილს ჩაუტარდება დამატებითი სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის საფუძველზე კომისია დასკვნას გამოაქვეყნებს. 03.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-03T23:25+0400
2022-06-03T23:25+0400
2022-06-04T00:30+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264636553_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_467e61df1af023f2c5d26a3c427d682a.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დათანხმდება ექსპერტიზის ჩატარებაზე იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება სამართლიანობის პრინციპი, განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გასული წლის ნოემბერში სააკაშვილის ციხის კლინიკაში ეტაპირების დროს განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტის გამოძიების ფარგლებში კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნა.მისი თქმით, დაცვის მხარემ მოითხოვა ექსპერტთა ჯგუფის პარიტეტის პრინციპით ფორმირება.„თუ ექსპერტიზის ჩამტარებელი პირების მიმართ რაიმე კითხვის ნიშანი იარსებებს სანდოობასთან დაკავშირებით, ასეთი ექსპერტიზის ჩატარებას აზრი არ ექნება“, – აღნიშნა საძაგლიშვილმა.თავის მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ექსპერტიზა ადვოკატების მოთხოვნით დაინიშნა.„ჩვენ ექსპერტიზა ადვოკატების მოთხოვნის შემდეგ დავნიშნეთ. ესაა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც ჩაატარებს კომისია და ის ასევე იქნება ფსიქოლოგიური ექსპერტიზა“, – განაცხადა კაციტაძემ.მისი თქმით, ფსიქოლოგიურმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, მსჯავრდებული სააკაშვილი გორის ჰოსპიტალსა და ციხის კლინიკაში მოვლენების შემდეგ დაზარალდა თუ არა.გამოძიება „დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის“ მუხლით გასული წლის ნოემბერში აღიძრა ადვოკატების განცხადების შემდეგ, რომ ექს-პრეზიდენტის მიმართ რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირებისას ცემას და დამცირებას ჰქონდა ადგილი.სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმის გამოძიება გრძელდება: დეტალები>>>იუსტიციის სამინისტროს სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში ეტაპირების დროს მომხდარი მოვლენების საკუთარი ვერსია აქვს. გარდა ამისა, ის ექს-პრეზიდენტს საკუთარ პრეტენზიებს უყენებს. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სააკაშვილს ბრალად უყენებს „ძალადობას“ და „სხვისი ქონების დაზიანებას“.გენინსპექციის მონაცემებით, სააკაშვილმა ციხის საავადმყოფოში შესახლებისას პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სამედიცინო აღჭურვილობა (კარდიომონიტორი) დააზიანა.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264636553_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_37a747f18ea8f4e5402472c227879f4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სააკაშვილი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებამდე პირობებს აყენებს
23:25 03.06.2022 (განახლებულია: 00:30 04.06.2022) სააკაშვილს ჩაუტარდება დამატებითი სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის საფუძველზე კომისია დასკვნას გამოაქვეყნებს.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დათანხმდება ექსპერტიზის ჩატარებაზე იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება სამართლიანობის პრინციპი, განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გასული წლის ნოემბერში სააკაშვილის ციხის კლინიკაში ეტაპირების დროს განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტის გამოძიების ფარგლებში კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნა.
„იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზა ჩატარებული იქნება სამართლიანობის პრინციპის დაცვით, ჩვენ ამ ექსპერტიზაში მონაწილეობას მივიღებთ“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
მისი თქმით, დაცვის მხარემ მოითხოვა ექსპერტთა ჯგუფის პარიტეტის პრინციპით ფორმირება.
„თუ ექსპერტიზის ჩამტარებელი პირების მიმართ რაიმე კითხვის ნიშანი იარსებებს სანდოობასთან დაკავშირებით, ასეთი ექსპერტიზის ჩატარებას აზრი არ ექნება“, – აღნიშნა საძაგლიშვილმა.
თავის მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ექსპერტიზა ადვოკატების მოთხოვნით დაინიშნა.
„ჩვენ ექსპერტიზა ადვოკატების მოთხოვნის შემდეგ დავნიშნეთ. ესაა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც ჩაატარებს კომისია და ის ასევე იქნება ფსიქოლოგიური ექსპერტიზა“, – განაცხადა კაციტაძემ.
მისი თქმით, ფსიქოლოგიურმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, მსჯავრდებული სააკაშვილი გორის ჰოსპიტალსა და ციხის კლინიკაში მოვლენების შემდეგ დაზარალდა თუ არა.
გამოძიება „დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის“ მუხლით გასული წლის ნოემბერში აღიძრა ადვოკატების განცხადების შემდეგ, რომ ექს-პრეზიდენტის მიმართ რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირებისას ცემას და დამცირებას ჰქონდა ადგილი.
იუსტიციის სამინისტროს სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში ეტაპირების დროს მომხდარი მოვლენების საკუთარი ვერსია აქვს. გარდა ამისა, ის ექს-პრეზიდენტს საკუთარ პრეტენზიებს უყენებს. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სააკაშვილს ბრალად უყენებს „ძალადობას“ და „სხვისი ქონების დაზიანებას“.
გენინსპექციის მონაცემებით, სააკაშვილმა ციხის საავადმყოფოში შესახლებისას პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სამედიცინო აღჭურვილობა (კარდიომონიტორი) დააზიანა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.