https://sputnik-georgia.com/20220603/qartuli-filmi-karlovi-varis-mtavar-sakonkurso-programasi-moxvda-267095407.html
„ჩემი ოთახი": ქართული ფილმი კარლოვი-ვარის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა
„ჩემი ოთახი": ქართული ფილმი კარლოვი-ვარის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა
Sputnik საქართველო
ფილმის პრემიერა კარლოვი-ვარის საერთაშორისო ფესტივალზე ივლისის თვეში გაიმართება. 03.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-03T10:43+0400
2022-06-03T10:43+0400
2023-08-17T19:46+0400
ქართული კინო
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ჩეხეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267017440_0:142:3244:1967_1920x0_80_0_0_139348897262c0b1035e8517f7ea7e38.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. რეჟისორ იოსებ (სოსო) ბლიაძის მხატვრული ფილმი „ჩემი ოთახი" კარლოვი-ვარის (ჩეხეთი) საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.ეს ფილმი მოგვითხრობს ორი პერსონაჟის ამბავს. ერთ-ერთი პერსონაჟი, თინა, ახალგაზრდა ქალი ოთახს ქირაობს მეგისგან, რომლის დახმარებითაც ნელ-ნელა ხვდება, თუ რა არის თავისუფლება, გადაწყვეტილებების საკუთარი ნებით მიღება და დამოუკიდებლად ცხოვრება, მათ შორის კაცებისგანაც.ფილმში მთავარ როლს ასრულებენ თაკი მუმლაძე და მარიკა ხუნდაძე. სცენარის ავტორები არიან სოსო ბლიაძე და თაკი მუმლაძე.ფილმის პრემიერა კარლოვი-ვარის ფესტივალზე გაიმართება. კინოფესტივალი 1 ივლისს გაიხსნება და 10 ივლისამდე გასტანს.„ოთარის სიკვდილი“: ქართული ფილმი კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა>>კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი კაშკაშა მოვლენაა. ის ყოველწლიურად იმართება. ფესტივალზე წარმოდგენილია ასობით ფილმი მთელი მსოფლიოდან, საუკეთესოებს კი ტრადიციულად გადაეცემა მთავარი პრიზი – „ბროლის გლობუსი".სოსო ბლიაძის პირველი ფილმი – „ოთარის სიკვდილი" შარშან ასევე ჩეხეთში, კარლოვი-ვარის 55-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე კრიტიკოსთა ჯილდოს მფლობელი გახდა.
საქართველო
ჩეხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267017440_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_c9081ed4960ad77427a127ebd88e3a9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული კინო, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ჩეხეთი
ქართული კინო, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ჩეხეთი
„ჩემი ოთახი": ქართული ფილმი კარლოვი-ვარის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა
10:43 03.06.2022 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) ფილმის პრემიერა კარლოვი-ვარის საერთაშორისო ფესტივალზე ივლისის თვეში გაიმართება.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. რეჟისორ იოსებ (სოსო) ბლიაძის მხატვრული ფილმი „ჩემი ოთახი" კარლოვი-ვარის (ჩეხეთი) საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.
ეს ფილმი მოგვითხრობს ორი პერსონაჟის ამბავს. ერთ-ერთი პერსონაჟი, თინა, ახალგაზრდა ქალი ოთახს ქირაობს მეგისგან, რომლის დახმარებითაც ნელ-ნელა ხვდება, თუ რა არის თავისუფლება, გადაწყვეტილებების საკუთარი ნებით მიღება და დამოუკიდებლად ცხოვრება, მათ შორის კაცებისგანაც.
ფილმში მთავარ როლს ასრულებენ თაკი მუმლაძე და მარიკა ხუნდაძე. სცენარის ავტორები არიან სოსო ბლიაძე და თაკი მუმლაძე.
ფილმის პრემიერა კარლოვი-ვარის ფესტივალზე გაიმართება. კინოფესტივალი 1 ივლისს გაიხსნება და 10 ივლისამდე გასტანს.
კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი კაშკაშა მოვლენაა. ის ყოველწლიურად იმართება. ფესტივალზე წარმოდგენილია ასობით ფილმი მთელი მსოფლიოდან, საუკეთესოებს კი ტრადიციულად გადაეცემა მთავარი პრიზი – „ბროლის გლობუსი".
სოსო ბლიაძის პირველი ფილმი – „ოთარის სიკვდილი" შარშან ასევე ჩეხეთში, კარლოვი-ვარის 55-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე კრიტიკოსთა ჯილდოს მფლობელი გახდა.