https://sputnik-georgia.com/20220603/msoflio-pasebi-sursatze-mcirdeba-fao-267122322.html
მსოფლიო ფასები სურსათზე მეორე თვეა მცირდება - FAO
მსოფლიო ფასები სურსათზე მეორე თვეა მცირდება - FAO
Sputnik საქართველო
FAO-ს ინდექსის შემცირება მაისში გამოწვეული იყო მცენარეულ ცხიმსა და რძის პროდუქტებზე, ასევე შაქარზე ფასების ინდექსის კლებით. 03.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-03T21:50+0400
2022-06-03T21:50+0400
2022-06-04T00:11+0400
საქართველო
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262216185_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_fa4a9ef886e8d04dd65f01d42af00037.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. მსოფლიო ფასები სურსათზე მაისში მცირედით შემცირდა მას შემდეგ, რაც მარტში რეკორდს მიაღწია მინიმუმ 1990 წლის შემდეგ, ანუ შესაბამისი ინდექსის გამოთვლის დაწყებიდან, ნათქვამია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პრეს-რელიზში.FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი მაისში საშუალოდ 157,4 პუნქტი იყო, რაც 0,9 პუნქტით (0,6%) ნაკლებია აპრილის მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა 29,2 პუნქტით (22,8%) მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსი აპრილისთვის 3,5%-ით, ანუ 8,3 პუნქტით შემცირდა 229,3 პუნქტამდე. ფასები შემცირდა მზესუმზირას, პალმისა და სოიოს ზეთებზე. რძის პროდუქტები კი გაიაფდა 3,5%-ით, ანუ 5,1 პუნქტით 141,6 პუნქტამდე. ყველაზე მეტად გაიაფდა რძის ფხვნილი და კარაქი.საქართველოში ინფლაციის დონე იზრდება - ახალი სტატისტიკა>>>მაისში შაქარზე ფასების ინდექსი შემცირდა 1,1%-ით, ანუ 1,3 პუნქტით და 120,3 პუნქტი შეადგინა. ბოლო თვეებში შაქარზე მსოფლიო ფასების შემცირება გამოიწვია მსოფლიო ბაზრებზე იმპორტის მოთხოვნის შეზღუდვამ და ექსპორტის მოცულობის ზრდის გაგრძელების პროგნოზმა.„ამასთან, მაისში მარცვლეულზე ფასების ინდექსი გაიზარდა 3,7 პუნქტით, ანუ 2,2%-მდე და შეადგინა 173,4 პუნქტი. ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა ხორბალზე, რაც განპირობებულია ინდოეთის მიერ ექსპორტის აკრძალვით“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.ხორცი გაძვირდა 0,5%-ით, ანუ 0,6 პუნქტით რეკორდულ 122 პუნქტამდე. ამ ინდექსის შემდგომი გამყარება განპირობებული იყო მსოფლიო ბაზრებზე ქათამსა და ხორცზე ფასების მკვეთრი ზრდით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262216185_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_25909778ceb40faacfaa06372965750c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
მსოფლიო ფასები სურსათზე მეორე თვეა მცირდება - FAO
21:50 03.06.2022 (განახლებულია: 00:11 04.06.2022) FAO-ს ინდექსის შემცირება მაისში გამოწვეული იყო მცენარეულ ცხიმსა და რძის პროდუქტებზე, ასევე შაქარზე ფასების ინდექსის კლებით.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. მსოფლიო ფასები სურსათზე მაისში მცირედით შემცირდა მას შემდეგ, რაც მარტში რეკორდს მიაღწია მინიმუმ 1990 წლის შემდეგ, ანუ შესაბამისი ინდექსის გამოთვლის დაწყებიდან, ნათქვამია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პრეს-რელიზში.
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი — ეს საშუალო შეწონილი მაჩვენებელია, რომელიც საერთაშორისო ფასების დინამიკას აჩვენებს ხუთ ძირითად სასურსათო ჯგუფზე. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი მაისში საშუალოდ 157,4 პუნქტი იყო, რაც 0,9 პუნქტით (0,6%) ნაკლებია აპრილის მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა 29,2 პუნქტით (22,8%) მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
„სურსათზე ფასების შემცირების მთავარი ფაქტორები მაისში იყო მცენარეულ ზეთსა და რძის პროდუქტებზე ფასების ინდექსი, ამასთან შაქარზე ფასების ინდექსმა უმნიშვნელოდ დაიკლო. ამასთან, გაიზარდა ფასების ინდექსი მარცვლეულსა და ხორცზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსი აპრილისთვის 3,5%-ით, ანუ 8,3 პუნქტით შემცირდა 229,3 პუნქტამდე. ფასები შემცირდა მზესუმზირას, პალმისა და სოიოს ზეთებზე. რძის პროდუქტები კი გაიაფდა 3,5%-ით, ანუ 5,1 პუნქტით 141,6 პუნქტამდე. ყველაზე მეტად გაიაფდა რძის ფხვნილი და კარაქი.
მაისში შაქარზე ფასების ინდექსი შემცირდა 1,1%-ით, ანუ 1,3 პუნქტით და 120,3 პუნქტი შეადგინა. ბოლო თვეებში შაქარზე მსოფლიო ფასების შემცირება გამოიწვია მსოფლიო ბაზრებზე იმპორტის მოთხოვნის შეზღუდვამ და ექსპორტის მოცულობის ზრდის გაგრძელების პროგნოზმა.
„ამასთან, მაისში მარცვლეულზე ფასების ინდექსი გაიზარდა 3,7 პუნქტით, ანუ 2,2%-მდე და შეადგინა 173,4 პუნქტი. ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა ხორბალზე, რაც განპირობებულია ინდოეთის მიერ ექსპორტის აკრძალვით“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.
ხორცი გაძვირდა 0,5%-ით, ანუ 0,6 პუნქტით რეკორდულ 122 პუნქტამდე. ამ ინდექსის შემდგომი გამყარება განპირობებული იყო მსოფლიო ბაზრებზე ქათამსა და ხორცზე ფასების მკვეთრი ზრდით.