https://sputnik-georgia.com/20220603/maimunis-yvavili-latviasi-267105103.html
ლატვიაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
ლატვიაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ლატვიაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება ბალტიისპირული ინტერნეტ-გამოცემა Delfi. 03.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-03T14:07+0400
2022-06-03T14:07+0400
2023-07-20T15:44+0400
მსოფლიო დღეს
ლატვია
მაიმუნის ყვავილი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1e/262474205_0:0:3243:1825_1920x0_80_0_0_8f2d2cbd05b0f6b68be628030aa21219.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ლატვიაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება ბალტიისპირული ინტერნეტ-გამოცემა Delfi. გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (SPKC) უკვე აწარმოებს ეპიდემიოლოგიურ კვლევას ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან დაკავშირებით. ამ დროისათვის მიმდინარეობს ინფიცირებული პაციენტის გამოკითხვა. SPKC-ს ცნობით, ავადმყოფი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც საზღვარგარეთ დაინფიცირდა. დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.Monkeypox (მაიმუნის ყვავილი) იშვიათი ზოონოზური ვირუსული ინფექციაა, რომლის საწყისი სიმპტომებია: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, შემცივნება და დაღლილობა. შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება სახეზე და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე. გამონაყარი იცვლება და გადის სხვადასხვა სტადიას მანამ, სანამ ქერქი ჩამოყალიბდება, რომელიც მოგვიანებით ცვივა.მაიმუნის ყვავილის ვირუსი ადამიანს ავადმყოფის ინფიცირებით დაზიანებულ კერებთან, ბიოლოგიურ სითხეებთან და ვირუსით დაბინძურებულ ქსოვილებთან (მაგალითად, ლოგინის თეთრეული) მჭიდრო კონტაქტითა და ასევე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. საინკუბაციო პერიოდი 6-13 დღეს მოიცავს, თუმცა შესაძლოა 5-21 დღემდე გაგრძელდეს. მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდე მერყეობს.წყარო: Delfi
https://sputnik-georgia.com/20220601/maimunis-yvavili-da-sikvdilianoba-afrikasi-ukve-70-adamiani-gardaicvala-267060303.html
ლატვია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1e/262474205_512:0:3243:2048_1920x0_80_0_0_c83855ed53b036f6726d5ca018ea5132.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ლატვია , მაიმუნის ყვავილი, მსოფლიოს ახალი ამბები
ლატვია , მაიმუნის ყვავილი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ლატვიაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება ბალტიისპირული ინტერნეტ-გამოცემა Delfi.
გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (SPKC) უკვე აწარმოებს ეპიდემიოლოგიურ კვლევას ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან დაკავშირებით.
ამ დროისათვის მიმდინარეობს ინფიცირებული პაციენტის გამოკითხვა.
SPKC-ს ცნობით, ავადმყოფი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც საზღვარგარეთ დაინფიცირდა. დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
Monkeypox (მაიმუნის ყვავილი) იშვიათი ზოონოზური ვირუსული ინფექციაა, რომლის საწყისი სიმპტომებია: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, შემცივნება და დაღლილობა. შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება სახეზე და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე. გამონაყარი იცვლება და გადის სხვადასხვა სტადიას მანამ, სანამ ქერქი ჩამოყალიბდება, რომელიც მოგვიანებით ცვივა.
მაიმუნის ყვავილის ვირუსი ადამიანს ავადმყოფის ინფიცირებით დაზიანებულ კერებთან, ბიოლოგიურ სითხეებთან და ვირუსით დაბინძურებულ ქსოვილებთან (მაგალითად, ლოგინის თეთრეული) მჭიდრო კონტაქტითა და ასევე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. საინკუბაციო პერიოდი 6-13 დღეს მოიცავს, თუმცა შესაძლოა 5-21 დღემდე გაგრძელდეს. მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდე მერყეობს.