Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

როგორ შეიძინა ჯიმ კერიმ წყალტუბოს ფოტო - ინტერვიუ ფოტოგრაფთან

© AFP 2024 / KEVIN WINTERჯიმ კერი
ჯიმ კერი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
ახლახან ცნობილმა მსახიობმა ჯიმ კერიმ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა წყალტუბოში გადაღებული ფოტო, რომელიც ერთ-ერთი ფოტოხელოვანისგან შეიძინა და აღფრთოვანება გამოხატა ამ ნამუშევრის მიმართ.
„პირველი არხის“ დილის გადაცემამ ზემოხსენებულ ფოტოგრაფთან რაიან კუპმანსთან ინტერვიუ ჩაწერა. ფოტოხელოვანმა გაიხსენა, თუ როგორ შეიძინა მისგან ნამუშევარი პოპულარულმა მსახიობმა.
ჯიმ კერი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
ყვითელი ამბები
ჯიმ კერიმ წყალტუბოს NFT ფოტო შეიძინა - ნახეთ რა პოსტს აქვეყნებს მსახიობი

„ჯიმ კერი აღიარებული მსახიობია, იმავდროულად ძალიან კარგი მხატვარიცაა. ის განსაკუთრებით დაინტერესებულია ციფრული ხელოვნებით, ამიტომაც გარკვეული კომუნიკაცია აქვს იმ პლატფორმებთან, რომლებზეც NFT არტისტების ნამუშევრებია წარმოდგენილი. სწორედ ასე აღმოაჩინა მან ჩემი სერია, რომელიც წყალტუბოს ფოტოებით შევქმენი. ჯიმ კერი ამ პროექტმა დააინტერესა. მისი ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო ჩემმა ნამუშევარმა „ერთგულება“, როგორც ჩანს, ამ ნამუშევართან განსაკუთრებული კავშირი იგრძნო“, – აღნიშნა ფოტოგრაფმა.

მისი თქმით, წყალტუბო მართლაც შთამბეჭდავი ადგილია. ის სავსეა იმ ესთეტიკით, რომელიც მას, როგორც ფოტოგრაფს, ძალიან ხიბლავს.

„ეს ქალაქი სხვადასხვა არქიტექტურული სტილის ნაზავით გამოირჩევა, მიმზიდველია ბუნება და სიმწვანე, რომელიც ძველ ნაგებობებსა და ურბანულ ელემენტებს ერწყმის“, – განაცხადა რაიან კუპმანსმა.

ყველა ახალი ამბავი
0