ახლო მომავალში შეუძლებელია: ყარაბაღში კონფლიქტის დარეგულირების არ სჯერათ

© photo: Sputnik / O. Litvinმთიანი ყარაბაღი
მთიანი ყარაბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ყარაბაღში კონფლიქტის მოგვარება ჯერჯერობით შეუძლებლად მიგვაჩნია, განაცხადა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრმა არტაკ ბეგლარიანმა.

„ახლო მომავალში მთიანი ყარაბაღის პრობლემის ყოვლისმომცველი დარეგულირება შეუძლებელია, რადგან არცახისა (მთიანი ყარაბაღის სომხური სახელწოდება - რედ.) და აზერბაიჯანის პოზიციებში სერიოზული წინააღმდეგობებია“, — განაცხადა მან.

ბეგლარიანის თქმით, აზერბაიჯანისთვის ეს არის „პრესტიჟისა და ამბიციების“, ხოლო ყარაბაღისთვის „სიკვდილ-სიცოცხლის, მისი არსებობისა და ისტორიული სამართლიანობის“ საკითხი. ბეგლარიანის განმარტებით, ამის გამო არის კიდეც მხარეთა პოზიციები „დიამეტრულად საპირისპირო“.
მთიან ყარაბაღში ვითარება ბოლოს მარტის დასასრულს დაიძაბა. მაშინ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანი ძლიერი ყინვების დროს ყარაბაღის ნაწილისთვის გაზის შეწყვეტაში დაადანაშაულა. ამასთან სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საკონტაქტო ხაზი დაარღვიეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 6 აპრილს ბრიუსელში შეხვდნენ ერთმანეთს. მხარეები საზღვრის დელიმიტაციის კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ. ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის გამორიცხავს აზერბაიჯანთან რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერას ყარაბაღის რესპუბლიკის მცხოვრებლებთან განხილვის გარეშე.
ყველა ახალი ამბავი
0