როგორ აისახა ანტირუსული სანქციები კომპანია „ბორჯომზე“ - ვიდეო

გამოწერა
მინერალური წყლის ჩამომსხმელი კომპანია „IDS ბორჯომის“ თანამშომლები უვადოდ გაიფიცნენ.
აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო წარმოება შეაჩერა. ქარხნის თანამშრომლებს შესთავაზეს ახალი პირობები, რასაც თანამშრომლების ნაწილი არ დაეთანხმა. მათ საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს. შედეგად კომპანიამ 50-მდე დასაქმებული გაათავისუფლა.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებას, მათთვის ხელფასების გადახდას და ანაზღაურების 25%-ით მომატებას, შრომის პირობების გაუმჯობესებას, თანამშრომლებთან ხანგრძლივი კონტრაქტების გაფორმებას, თანამშრომლების მიმართ შანტაჟის ფაქტების შეწყვეტას და იმ პირების გათავისუფლებასა და დასჯას, ვინც აშინებდა და აშანტაჟებდა კომპანიაში დასაქმებულებს.
ყველა ახალი ამბავი
0