რუსეთის ელჩი: აშშ-ის ახალი სანქციები მსოფლიოში სურსათის უსაფრთხოებას ემუქრება

© photo: Sputnik / Mikhailn Turgiev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი
რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ანტირუსული სანქციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება არის „ვაშინგტონის რუსოფობიური ისტერიის დადასტურება“, განაცხადა რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა.
ელჩის აზრით, ამერიკის ახალი რესტრიქციები დაარღვევს მიწოდებების ჯაჭვს და გავლენას მოახდენს სურსათის უსაფრთხოებაზე მსოფლიოში.

„დარწმუნებული ვართ, რომ მანკიერი შემზღუდველი პრაქტიკა მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას მსოფლიოში. ეს გამოიწვევს მიწოდების ჯაჭვებში ახალ შეფერხებებს და გავლენას მოახდენს სურსათის უსაფრთხოებაზე“, — ნათქვამია ანტონოვის განცხადებაში.

ამასთან ელჩი მიიჩნევს, რომ „ეკონომიკური რყევები გავლენას მოახდენს თვით შეერთებულ შტატებზეც, სადაც „გარკვეული საკვები პროდუქტების დეფიციტის პრობლემა სულ უფრო მწვავდება“.
გუშინ შეერთებულმა შტატებმა ახალი შეზღუდვები დაუწესა რუსეთის 17 მოქალაქეს, მათ შორის სახელმწიფო მოხელეებსა და ბიზნესმენებს, მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ მარია ზახაროვას. შეზღუდვები ასევე შეეხო 16 კომპანიას — „სევერსტალის“ ჩათვლით.
გარდა ამისა, ვაშინგტონმა ამერიკულ ტექნოლოგიებზე წვდომა შეუწყვიტა 71 იურიდიულ პირს, მათ შორის ილიუშინის სახელობის საავიაციო კომპლექსს, ცენტრალურ საკონსტრუქტორო ბიურო „რუბინსა“ და ცენტრალურ საზღვაო-საკონსტრუქტორო ბიურო „ალმაზს“.
ყველა ახალი ამბავი
0